ანანიძეს "სპარტაკი" "ვიტესში" არ უშვებს - სამარაში "გაშლის ფრთებს"?

AutoSharing Option
Sport24-ის ცნობით, "სპარტაკი" თანახმა არაა ნახევარმცველი ჯანო ანანიძე იჯარით "ვიტესში" გაუშვას.

გამოცემის მტკიცებით, საგადასახადო კანონმდებლობის გამო ეს ტრანსფერი მოსკოვური კლუბისთვის ფინანსურად ხელსაყრელი არაა.

თუ ეს კლუბები ვერ მორიგდნენ, მაშინ ჯანოს სამარას "კრილია სოვეტოვში" მოუწევს წასვლა, სადაც უკვე გადავიდა "სპარტაკიდან" აბარგებული მისი მეგობარი ალეკსანდრ სამედოვი, რომელსც ერთწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს.

"ვიტესის" სპორტულმა დირექტორმა მარკ ვან ჰინტუმმა აღნიშნა, რომ მცირე პრობლემა აქვთ, რომელიც გუნდში არაევროკავშირელი ფეხბურთელის მიყვანას ეხება.

"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალექსანდრ შიკუნოვმა კი ამას წინათ განაცხა
და, რომ ესმით ანანიძის ევროპაში თამაშის სურვილი და თუ რამე არ გამოუვიდა, სიამოვნებით აიყვანენ გუნდში.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნიჭიერია, მაგრამ სულელი და უამბიციოა! (ნუ დამბლოკავთ)
zura
17:48 08-01-2019
0
რატომ არ უშვებს სპარტაკი ვიტესში ჯანოს? რაში აწყობს კრილიაში რომ გადავიდეს? კონკურენტის გაძლიერება ვის აწყობს. კაშია, ყაზაიშვილი, ჭანტურია არ თამაშობდნენ ვიტესში? არანაირი პრობლემა არ არის არა ევროკავშირლობა.
ალბათ უბრალოდ ვიტესზე 10 ჯერ მეტს მისცემს კრილია და იქ გადავა.

მოეშვით ზღაპრებს
janlukapaluka
16:38 08-01-2019
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული