"ნასიონალი" "პორტოსთან" დამარცხდა - გიორგი არაბიძე განაცხადშიც არ ყოფილა

AutoSharing Option
გუშინ, 7 იანვარს, პორტუგალიის ჩემპიონატის მე-16 ტურის მატჩი გაიმართა, სადაც გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა "პორტომ" "ნასიონალს" უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.

სტუმართა 18-კაციან განაცხადში არ ყოფილა ახალგაზრდა ქართველი შემტევი გიორგი არაბიძე.

მას არც წინა ტურში "გიმარეაშთან" მოგებულ (1:0) შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა, თუმცა იმ შემთხვევაში 90 წუთი სათადარიგოთა სკამზე გაატარა.

გიორგი არაბიძე "ნასიონალის" რიგებში 26 ოქტომბრის შემდეგ პირველად - 28 დეკემბერს, "ტონდელასთან" წაგებულ (2:1)  სათასო მატჩში გამოჩნდა და გოლიც გაიტანა, თუმცა მას შემდეგ კვლავ აღარ უთამაშია.

20 წლის ქართველი ფეხბურთელი "ნასიონალში" გასული წლის
ზაფხულში დონეცკის "შახტარიდან" გადავიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 6 მატჩში 1 გოლი გაიტანა.

altწინა მატჩში გოლის გამტანი არაბიძე "ვიტორიასთან" არ ათამაშეს

altგიორგი არაბიძის დედა: "დესნაზე" ცნობა ტყუილია, მაგრამ თუ სიტუაცია არ შეიცვალა...

მკითხველის კომენტარები / 2 /
არაბიძეს არავინ არ ჩაგრავს უბრალოდ ვისაც უნახავს მისი თამაში სტადიონიდან დამეთანხმება რომ უბურთოდ ძალიან ცოტას მუშაობს მხოლოდ როცა ბურთს მიიღებს მაშინ ხდება აქტიური, ტელევიზორში კი კადრში მაშინ ხვდება როცა ბურთს მიიღებს და ტელევიზორიდან კარგად წარმოჩნდება ხოლმე ამის გამო, მწვრთნელი კიდე მთელი თამაშის განმავლობაში ხედავს მის მოქმედებასდა ამიტომაც არ ათამაშებენ, თანამედროვე ფეხბურთსი არავი გაპატიებს უმოქმედობას უბურთოდ თუ მართლაც ძალიან მაგარი არა ხარ, ასე რომ არამგონია ვინმეს არაბიძის ჯინი ქონდეს უბრალოდ მეტი მუშაობა სჭირდება მოედანზე როგორც თავდასხმაში ისე დაცვაში
არაფერი პირადული
19:02 08-01-2019
1
მგონი დროზე დატოვოს ეს გუნდი უკეთესი იქნება. არა მგონია, რომ ისეთი საშუალო დონის კლუბი არ მოიძებნოს, სადაც მუდმივი სათამაშო დრო ექნება. როცა ათამაშეს საუკეთესო იყო მოედანზე და რას ერჩიან ვერ ვხვდები. თანაკლუბელებთანაც კარგი ურთიერთობა რომ აქვს ბოლო გოლის გატანის შემდეგაც გამოჩნდა. მაგრად იჩაგრება ეს ბიჭი.
emigranti
16:33 08-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული