გადაწყდა - სამწუხაროდ ჯანო ანანიძე კარიერას "ვიტესში" კი არა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს სამწუხაროდ "ვიტესში" თითქმის გაჩარხული ტრანსფერი ჩაეშალა და "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს კარიერას.

"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ანანიძეს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ.

"პრინციპული შეთანხმება "სპარტაკთან" უკვე მიღწეულია, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჯანო მედშემოწმებას 13 იანვარს გაივლის. იჯარა სეზონის ბოლომდე გაფორმდება. მერე ვნახოთ.

ჰოლანდიაში რაღაც არ გამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, რომ მზადაა ისევ იმუშაოს ჩემთან, როგორც ეს "როსტოვში" იყო. იქაც მწვრთნელი ბოჟოვიჩი იყო. მითუმეტეს ჩვენთან მისი უახლოესი მეგობარი სამედოვი გადმოვიდა. ", - განაცხადა შიკუნოვმა.

იჯარა
"კრილიასთვის" უფასო იქნება, ხელფასის ნაწილს ფეხბურთელს "სპარტაკი" გადაუხდის.

როგორც იუწყებიან, ჰოლანდიის საგადასახადო კანონმდებლობის გამო ანანიძის "ვიტესში" გადასვლა "სპარტაკისთვის" ფინანსურად ხელსაყრელი არ იყო.

ანანიძე სამარულ გუნდში ალეკსანდრ სამედოვთან ითამაშებს, რომელთან ერთადაც "სპარტაკში" ასპარეზობდა.

"კრილია სოვეტოვი" 17 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული). რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება და "კრილია" მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

alt"სპარტაკის" მწვრთნელი: ანანიძეს ყურადღებით და იმედით დავაკვირდებით

altრომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო

მკითხველის კომენტარები / 51 /
მე ნაკრებში აღარ მოვიწვევდი
Grisha
08 იანვარი 2019 20:52
26
შენ ვინ ხარ საერთოდ თუ იცი მაინც? ვის რაში აინტერესებს შენ რას იზავდი, ყმაწვილო?ყველაზე კლასნი ქართველი ფეხბურთელია დღესდღეობით შემიძლია დავიგინო
Vakhtang Lobzhanidze
09 იანვარი 2019 04:22
4
აბა შენ იცი ჯანო დაიპყარ ევროპა.ეხლაა საუკეთესო დრო და ადგილი.
sdfffff
08 იანვარი 2019 20:39
13
ხო აბა რააა, კრილია სოვეტოვში მოხვდა ბოლო ბოლო, აზროვნებასთან ვერ ძმაკაცობ ხო აშკარად
ზურა
09 იანვარი 2019 01:22
0
ალბათ ანანიძე არასოდეს წავა რუსეთიდან, არ უნდა და დარჩეს და იყოს სპარტაკის დუბლიორი ან ასე იმოგზაუროს ხან ,,როსტოვ"-ში, ხან ,,კრილია სოვეტოვ"-ში, ხან სად და ხან სად... ფული ჯოჯოხეთს ანათებს ...
ოთარ
09 იანვარი 2019 12:26
4
არავინ აძალებს და პატარა ბიჭი არაა.. ნაკრების წევრია პასტიანნი, თუ არაფრი სტკივა.. მეტი რა უნდა ინატროს ქართველმა ფეხბურთელმა??? თუ ვინმეს როდისმე ფეხბურთი გითამაშიათ რა გინატრიათ ერთი? აბა თქვით
grisho
08 იანვარი 2019 22:44
5
თფუ!
T.q
08 იანვარი 2019 22:37
11
dzalianac kargia tu samarashi gagrdzelebs karieras...satamasho praqtika eqnebe...warmatebebi janos...
romandro
09 იანვარი 2019 14:05
4
არასწორია გადაწყვეტილებაა, ევროპაში უნდა წასულიყო, ეს იყო ბოლო შანსი.
გივი
09 იანვარი 2019 15:40
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული