გადაწყდა - სამწუხაროდ ჯანო ანანიძე კარიერას "ვიტესში" კი არა "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს

AutoSharing Option
ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს სამწუხაროდ "ვიტესში" თითქმის გაჩარხული ტრანსფერი ჩაეშალა და "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს კარიერას.

"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ანანიძეს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ.

"პრინციპული შეთანხმება "სპარტაკთან" უკვე მიღწეულია, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჯანო მედშემოწმებას 13 იანვარს გაივლის. იჯარა სეზონის ბოლომდე გაფორმდება. მერე ვნახოთ.

ჰოლანდიაში რაღაც არ გამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, რომ მზადაა ისევ იმუშაოს ჩემთან, როგორც ეს "როსტოვში" იყო. იქაც მწვრთნელი ბოჟოვიჩი იყო. მითუმეტეს ჩვენთან მისი უახლოესი მეგობარი სამედოვი გადმოვიდა. ", - განაცხადა შიკუნოვმა.

იჯარა
"კრილიასთვის" უფასო იქნება, ხელფასის ნაწილს ფეხბურთელს "სპარტაკი" გადაუხდის.

როგორც იუწყებიან, ჰოლანდიის საგადასახადო კანონმდებლობის გამო ანანიძის "ვიტესში" გადასვლა "სპარტაკისთვის" ფინანსურად ხელსაყრელი არ იყო.

ანანიძე სამარულ გუნდში ალეკსანდრ სამედოვთან ითამაშებს, რომელთან ერთადაც "სპარტაკში" ასპარეზობდა.

"კრილია სოვეტოვი" 17 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული). რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება და "კრილია" მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.

alt"სპარტაკის" მწვრთნელი: ანანიძეს ყურადღებით და იმედით დავაკვირდებით

altრომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო

მკითხველის კომენტარები / 51 /
არ მინდა ტრამვა რომ მიიღოს მაგრამ რუსეთის ჩემპიონატში თავისი ფაიფურის ფეხებით დიდხანს ვერ გაძლებს. ჯობდა გაეწყვიტა კონტრაქტი, მაგრამ ალბათ დიდი ფული იყო გადასახდელი და მესმის მისი. ასეა მთელი ეს წლები სულ ტრამვა ჰქონდა, იშვიათად თამაშობდა და დიდ ფულს იღებდა. სპარტაკსაც ვერ დავადანაშაულებთ.
aburjga
08 იანვარი 2019 20:52
1
ჯანოს თავისი ჯანმრთელობის იმედი რომ ჰქონდეს,დარწმუნებული ვარ, ადრევე წავიდოდა სპარტაკიდან,მაგრამ მუდამ ტრავმირებულია და კარგი ხელფასის დაკარგვას,რაღაც აბსტრაქტული მომავლის იმედად,ბუნებრივია ადვილად ვერ გარისკავს.ის პატარა ბიჭი აღარ არის და ოჯახიც ჰყავს.რომ წავიდეს ევროპაში და ისევ გაუგრძელდეს ტრავმები,ხომ დარჩება მთლად ისე,უმუშევარი.აქ კი გარანტირებული აქვს კარგი ხელფასი და თან, სპარტაკის გულშემატკივარსაც ძალიან რომ უყვარს,ესეც ხომ ვიცით.ეგეც ფაქტორია.ჯანო,თუკი ფეხზე დგას,ყოველთვის უკანმოუხედავად გამორბის საქართველოს ნაკრებში და ზოგიერთებისაგან მისი ასე განქიქება,სულ ცოტა დაუმსახურებელია.როცა ვიღაცაზე აუგს ამბობთ,თავი მის ადგილზე წარმოიდგინეთ და ძალიან ხშირად იმას აღარ იტყვით,რასაც ამბობთ ხოლმე.ჯანო კრილიაში იჯარით გაუშვეს,ესე იგი მისი იმედი კიდევ აქვთ და ღმერთმა ქნას დაამთავროს ეს ტრავმების ეპიდემია.სადაც უნდა წავიდეს,მე ყოველთვის ჯანოს გულშემატკივრად დავრჩები.
სოსო
09 იანვარი 2019 11:00
0
ძალიან სამწუხაროა!
გიო-გოლი
08 იანვარი 2019 19:20
2
გაუკვირდა ვინმეს?!
Chaachi
08 იანვარი 2019 22:08
5
არა უშავს, რას იზამ! მთავარია, ახლა კრილიაში გაიბრწყინოს. აი, მანდ კი ექნება სათამაშო დრო და ვნახოთ!
N
08 იანვარი 2019 19:33
2
საღოლ ასე ჯობია:D ნეტა ასეთი რა კონტრაქტი აქვს სპარტაკთან რომ გუნდიდან გააგდეს და მაინც იმათ დაკრულზე უწევს ცეკვა
გუდუნა
08 იანვარი 2019 18:49
4
აგენტი ჰყავს საოცარი,ფულის მონები როდემდე უნდა იყოთ თქვე უსირცხვილოებო?! იშრომეთ და უფრო მეტს დაითრევთ,რა ნიჭს კარგავ ჯანო...კონტრაქტს როცა ახანგრძლივებდი მაშინ უნდა გეფიქრა....ეეჰ კიდევ ერთი ქართველი ფეხბურტელის დასასრული ტობოლი ან დესნა
მია ლეფსაიეს
08 იანვარი 2019 22:21
6
ჯანო რუსეთს ვერ ელევა სამწუხაროდ არადა კრილიაში თამაშს ევროპაში თამაში ბევრად სჯობდა თუნდაც ამერიკაში როგორც ყაზაიშვილი წავიდა . ისე კი ჩემი აზრით ჯანოს შესაფერისი ჩემპიონატები ბელგია ჰოლანდია შვეიცარია შვედეთი ჩეხეთი და ესეთი ქვეყნებია თუნდაც თურქეთში წასულიყო ახლოს იქნებოდა ქობულეთთან და მალ მალე ჩამოვიდოდა საქართველოში
ტოტტი
08 იანვარი 2019 19:35
5
რუსეთის ჩემპიონატი საუკეთესოა აღმოსავლეთ ევროპაში.
giorgi
09 იანვარი 2019 15:32
0
დავანებოთ ჯანოს თავი ნუ ვაკეთებთ ასეთ უაზრო კომენტარებს!
gigo
08 იანვარი 2019 22:35
2
ჯანო გისურვებ წარმატებას!!! ნაკრებს ჭირდები, შენი იმედი გვაქ!! კაი იქნებოდა უკეთესი გუნდი, მაგრამ შენი საქმის შენ უკეთესად იცი....// ისე კი ქალაქური გამოთქმა როა , ყველამ თავის ...... მამიდას მიხედოსო, ხომ გაგიგონიათ?! :D :D :D
Vasili
09 იანვარი 2019 02:44
5
Fuchad ganiavebuli nichi
Kaci kmayofilia tavisi xelfasit ar ainteresebs meti
Ggg
08 იანვარი 2019 20:55
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული