ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს სამწუხაროდ "ვიტესში" თითქმის გაჩარხული ტრანსფერი ჩაეშალა და "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს კარიერას.
"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ანანიძეს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ.
"პრინციპული შეთანხმება "სპარტაკთან" უკვე მიღწეულია, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჯანო მედშემოწმებას 13 იანვარს გაივლის. იჯარა სეზონის ბოლომდე გაფორმდება. მერე ვნახოთ.
ჰოლანდიაში რაღაც არ გამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, რომ მზადაა ისევ იმუშაოს ჩემთან, როგორც ეს "როსტოვში" იყო. იქაც მწვრთნელი ბოჟოვიჩი იყო. მითუმეტეს ჩვენთან მისი უახლოესი მეგობარი სამედოვი გადმოვიდა. ", - განაცხადა შიკუნოვმა.
იჯარა
"კრილიასთვის" უფასო იქნება, ხელფასის ნაწილს ფეხბურთელს "სპარტაკი" გადაუხდის.
როგორც იუწყებიან, ჰოლანდიის საგადასახადო კანონმდებლობის გამო ანანიძის "ვიტესში" გადასვლა "სპარტაკისთვის" ფინანსურად ხელსაყრელი არ იყო.
ანანიძე სამარულ გუნდში ალეკსანდრ სამედოვთან ითამაშებს, რომელთან ერთადაც "სპარტაკში" ასპარეზობდა.
"კრილია სოვეტოვი" 17 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული). რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება და "კრილია" მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.
"სპარტაკის" მწვრთნელი: ანანიძეს ყურადღებით და იმედით დავაკვირდებით
რომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო
Kaci kmayofilia tavisi xelfasit ar ainteresebs meti