ქართველ ნახევარმცველს ჯანო ანანიძეს სამწუხაროდ "ვიტესში" თითქმის გაჩარხული ტრანსფერი ჩაეშალა და "კრილია სოვეტოვში" გააგრძელებს კარიერას.
"კრილიას" განვითარების დირექტორმა ალეკსანდრ შიკუნოვმა დაადასტურა, რომ ანანიძეს სეზონის ბოლომდე იჯარით აიყვანენ.
"პრინციპული შეთანხმება "სპარტაკთან" უკვე მიღწეულია, თუმცა ჯერ კონტრაქტი არ გაგვიფორმებია. ჯანო მედშემოწმებას 13 იანვარს გაივლის. იჯარა სეზონის ბოლომდე გაფორმდება. მერე ვნახოთ.
ჰოლანდიაში რაღაც არ გამოუვიდა. დამირეკა და მითხრა, რომ მზადაა ისევ იმუშაოს ჩემთან, როგორც ეს "როსტოვში" იყო. იქაც მწვრთნელი ბოჟოვიჩი იყო. მითუმეტეს ჩვენთან მისი უახლოესი მეგობარი სამედოვი გადმოვიდა. ", - განაცხადა შიკუნოვმა.
იჯარა
"კრილიასთვის" უფასო იქნება, ხელფასის ნაწილს ფეხბურთელს "სპარტაკი" გადაუხდის.
როგორც იუწყებიან, ჰოლანდიის საგადასახადო კანონმდებლობის გამო ანანიძის "ვიტესში" გადასვლა "სპარტაკისთვის" ფინანსურად ხელსაყრელი არ იყო.
ანანიძე სამარულ გუნდში ალეკსანდრ სამედოვთან ითამაშებს, რომელთან ერთადაც "სპარტაკში" ასპარეზობდა.
"კრილია სოვეტოვი" 17 ტურის შემდეგ 17 ქულით სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზეა (1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული). რუსეთის პრემიერლიგა 3 მარტს განახლდება და "კრილია" მოსკოვში "ლოკომოტივს" შეხვდება.
"სპარტაკის" მწვრთნელი: ანანიძეს ყურადღებით და იმედით დავაკვირდებით
რომანცევი: იღბლის თვალსაზრისით "სპარტაკი" ანანიძის გუნდი არ იყო
ერთი ილიამ გვითხრა პირში სიმართლე და მეორე ბოსკამპმა.
მენტალიტეტ დებილ!!!
რას ვიზამთ.
ყველას თავისი არჩევანი აქ.
ღმერთმა ხელი მოგიმართოს ჯანო.
მარა, სამწუხაროდ, შენი ფეხბურთის აღარ მჯერა :(
პ.ს. იმედია ბოსკამპის სიტყვების გამო კომენტარს არ დაბლოკავთ :D
ერთადერთი დადებითი ისარი რომ მეორე წრის მოსამზადებელ პერიოდს ახალ გუნდთან ერთად გაივლის და ძირითადში უფრო თამამად და დამსახურებულად ჩაჯდება. ტრავმებმა თუ არშეუშალა ხელი თავის თამაშს ითამაშებს და ალბათ საბოლოოდ იმასაც მიხვდება რომ ნებისმიერ გუნდში კონკურენციის გარეშე ვერ ითამაშებს და კონკურენციას კი ვარჯიში და თავდაუზოგავი შრომა სჭირდება!
წარმატებები ჯანოს და ყველა ქართველ სპორტსმენს!