ჩაკვეტაძე, დე ლიხტი - tuttomercato ტალანტებზე, რომლებიც სატრანსფერო ბაზრის ეპიცენტრში არიან

AutoSharing Option
იტალიურმა გამოცემა tuttomercatoweb.com-მა 99-იანების ტალანტები, ანუ 1999 წელს დაბადებული ნიჭიერი ფეხბურთელები გამოარჩია, რომლებიც სატრანსფერო ბაზრის ყურადღების ცენტრში იმყოფებიან.

იტალიური საიტი ისეთ ფეხბურთელებთან ერთად, როგორებიცაა ჯანლუიჯი დონარუმა და მატიას დე ლიხტი, ქართველ შემტევს, გიორგი ჩაკვეტაძესაც გამოარჩევს.

"1999 წელს დაბადებულმა თაობამ ნამდვილი ტალანტები შესთავაზა ფეხბურთს და სულაც არ არის შემთხვევითი, რომ ბევრი მათგანი უკვე სატრანსფერო ჭორებისა და მოლაპარაკებების ეპიცენტრშია.

ყველა მათგანს განსხვავებული ისტორია აქვს. აი, მაგალითად, ჯანლუიჯი დონარუმა ავიღოთ. ახალგაზრდა მეკარე გაზეთებისა და ჟურნალის პირველი ფურცლებიდან არ ჩამოდის, ამ დროისთვის კი ის
"მილანთან" ერთად ჩემპიონთა ლიგაზე ოცნებობს, რაც ნამდილად არ არის იოლი საქმე.

აი, დე ლიხტი ნამდვილად გამორჩეულია სხვებისგან: ის ნომერი პირველი ახალგაზრდა ცენტრალური მცველია მსოფლიოში. მატიას დე ლიხტი, რომელიც ამჟამად ამსტერდამის "აიაქსში" თამაშობს, ჰოლანდიის მომავალია, მაგრამ არა მარტო თავისი ქვეყნის, არამედ იმ კლუბის, სადაც მალე გადავა. საიდან აქვს შემოთავაზება? მთელი მსოფლიოდან. დანიშნულების ადგილი? ესპანეთში უფრო "ბარსელონა", ვიდრე მადრიდის "რეალი"; იტალიაში "იუვენტუსი". ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის ასეთი შთაბეჭდილება გვრჩება.

პორტუგალიურ "ბენფიკაში" ორი ტალანტი, ჟედსონ ფერნანდესი და ჟოა ფელიქსი თამაშობს. ისინიც თითქმის ყველას სურს. სად წავლენ? ვინც უფრო მეტს გადაიხდის. მათი ბედი აგენტის, ჟორჟე მენდეშის ხელშია.

კიდევ ერთი ტალანტია ტრინკაო "ბრაგადან", რომელსაც გარკვეული პერიოდი ტურინის "იუვენტუსი" აკვირდებოდა.

მსოფლიოს ტალანტების სია ჩაკვეტაძიდან ბარკომდე გრძელდება, ის 99-წლიანები, რომლებიც სატრანსფერო ბაზრის ცენტრში არიან.

გიორგი ჩაკვეტაძის შესახებ ამბობენ, რომ სერია A-ში გადავა, ხოლო "ლევერკუზენის" კაი ჰავერცს "დორტმუნდი" და მიუნხენის "ბაიერნი" აკვირდებიან.

MLS-ის წარმომადგენელ "ატლანტა იუნაიტედს" 19 წლის ტალანტი ესეკიელ ბარკო ჰყავს, რომელიც მსუყე შემოთავაზებას ელოდება ევროპიდან. მისით დაინტერესებული მადრიდის "ატლეტიკოა".

99-წლიანების თაობა. ყველა ტალანტი სატრანსფერო ბაზრის ეპიცენტრში:

  • ჯანლუიჯი დონარუმა (მილანი)
  • მატიას დე ლიხტი (აიაქსი)
  • კაი ჰავერცი (ლევერკუზენი)
  • ჟედსონ ფერნანდესი (ბენფიკა)
  • ჟოაო ფელიქსი (ბენფიკა)
  • გიორგი ჩაკვეტაძე (გენტი)
  • აბდულკადირ ომური (ტრაბზონი)
  • ტრინკაო (ბრაგა)
  • ესეკიელ ბარკო (ატლანტა იუნაიტედი)
  • ელიფ ელმასი (ფენერბაჰჩე)
  • ემერსონი (ატლეტიკო მინეირო)

altsport24: ჩაკვეტაძემ გასაბრწყინებლად კიდევ ერთი ნაბიჯი უნდა გადადგას - მთავარია, ანანიძის ბედი არ გაიზიაროს

alt"გენტი" ესპანურ შეკრებაზეა - ჩაკვეტაძე ინდივიდუალურად ვარჯიშობს, ქვილითაია გუნდთან ერთად

მკითხველის კომენტარები / 12 /
კვარაცხელია,დავიტასვილი აი ესენი არიან საუკეტესოები
musi-s
12:33 10-01-2019
0
ისე გადავა ეს ტოპ გუნდში როგორც მე კოსმოსში
Fifa
22:19 09-01-2019
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული