არამკითხე მოამბეო - არშავინმა ანანიძეს მარად პერსპექტიული უწოდა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა 37 წლის ასაკში თამაშს თავი ალმა-ატის "კაირატში" დააანება, ორი მეუღლე სკანდალურად გაექცა და ახლა სხვების კრიტიკისთვის მოიცალა. თუმცა, სამწუხაროდ არაობიექტურად არ უმსჯელია.

"ამ ეტაპზე "სპარტაკის" ყველა გადაწყვეტილება ლოგიკურად მოჩანს. პეტკოვიჩის წასვლაში გასაკვირი არაფერია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც "სპარტაკში" გაიზარდა. ყველას გაუკვირდა, როდესაც ის იქ მოხვდა. პოპოვმა, როგორც ეს ეხერხება, თავის რეალიზება ვერ მოახეხა.

ჯანო პერსპექტიულად ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა, როცა მე ვთამაშობდი. ის კი კვლავ პერსპექტიული და პერსპექტიულია. საერთო ჯამში "სპარტაკში" წესიერად არც უთამაშია. ამ
დროს კი უკვე 25 წლისაა.

სამედოვი საჩემპიონო წელს "სპარტაკს" ძალიან დაეხმარა. ვფიქრობ, როდესაც აიყვანეს, არც ეგონათ, თუ ამდენ ხანს გაატარებდა გუნდში. არა მგონია კონტრაქტი გაუწყვიტონ (უკვე გაუწყვიტეს - რედ.). თუ გაუწყვიტეს, მხარეებმა მოილაპარაკეს და ეს ყველას აწყობს", - განუცხადა არშავინმა ტელეარხ «Матч Премьер»-ს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
da samwuxarod ra tqva araswori?
8
რაც თქვა ყველაფერი სიმართლეა რა გიკვირთ ან რას აკრიტიკებთ?
ვახო
09:44 11-01-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული