არამკითხე მოამბეო - არშავინმა ანანიძეს მარად პერსპექტიული უწოდა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა 37 წლის ასაკში თამაშს თავი ალმა-ატის "კაირატში" დააანება, ორი მეუღლე სკანდალურად გაექცა და ახლა სხვების კრიტიკისთვის მოიცალა. თუმცა, სამწუხაროდ არაობიექტურად არ უმსჯელია.

"ამ ეტაპზე "სპარტაკის" ყველა გადაწყვეტილება ლოგიკურად მოჩანს. პეტკოვიჩის წასვლაში გასაკვირი არაფერია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც "სპარტაკში" გაიზარდა. ყველას გაუკვირდა, როდესაც ის იქ მოხვდა. პოპოვმა, როგორც ეს ეხერხება, თავის რეალიზება ვერ მოახეხა.

ჯანო პერსპექტიულად ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა, როცა მე ვთამაშობდი. ის კი კვლავ პერსპექტიული და პერსპექტიულია. საერთო ჯამში "სპარტაკში" წესიერად არც უთამაშია. ამ
დროს კი უკვე 25 წლისაა.

სამედოვი საჩემპიონო წელს "სპარტაკს" ძალიან დაეხმარა. ვფიქრობ, როდესაც აიყვანეს, არც ეგონათ, თუ ამდენ ხანს გაატარებდა გუნდში. არა მგონია კონტრაქტი გაუწყვიტონ (უკვე გაუწყვიტეს - რედ.). თუ გაუწყვიტეს, მხარეებმა მოილაპარაკეს და ეს ყველას აწყობს", - განუცხადა არშავინმა ტელეარხ «Матч Премьер»-ს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
da samwuxarod ra tqva araswori?
gio
11 იანვარი 2019 01:53
8
არაფერი. უბრალოდ რუსია და არ დაევასათ პატრიოტებს :)) არა და საქართველოს მგონი არსებობის ისტორიაში არ ჰყოლია მაგ დონის მოთამაშე.
odala
11 იანვარი 2019 09:42
5
რაც თქვა ყველაფერი სიმართლეა რა გიკვირთ ან რას აკრიტიკებთ?
ვახო
11 იანვარი 2019 09:44
3
რუსები კი გეზიზღებათ მაგრამ მაგრად ყოფილხართ ჩართულები რუსეთის ამბებში, მატჩ პრემიერის არც ერთ გადაცემას არ მაზავთ. არშავინი ვის გაშორდა და როგორ ეგეც გცოდნიათ. უცხო ქვეყნების პრესის დაგუგლვას და გადათარგმნას აღარ სჯერდებით, გადაცემებზე გადახვედით და მერე ისეთ ფორმაში გვიყვებით სოფლის ბირჟაზე როგორც ხდება. ეს არის ქართული სპორტული ჟურნალისტიკა.
ნიკა
11 იანვარი 2019 09:12
0
ანდრიუხა ჯერ ცხენზე კატაობის ვალი გადაიხადე და მერე გამოდი სიტყვით...
:))))
11 იანვარი 2019 02:09
4
ეს "ორი მეუღლე გაექცა" რა გოიმობაა?!
ვვვ
11 იანვარი 2019 11:13
1
ამას მთელი საქართველო იძახის და არშავინისგან გვეწყინა მაინცდამაინც?
D
11 იანვარი 2019 09:51
1
ჯობია ცოლს მიხედო ანდრეი
ave
11 იანვარი 2019 01:33
13
არშავინს თავი გაანებეთ, ანგელოზი თუ არ იყოს ამათთან შედარებითაქ რომ ბნელი და დაუნახავი ღრუზინები წერენ... თქვე უმადურებო და დაუნახავებო, ნაკრებში მაინც ვერ ხედავთ და არ იცით რომ გენიოსია? არ გახსოვთ მისი გენიალური გოლები და პასები როცა კი უთამაშია სულ რაღაცა გენიალური
გაუკეთებია ნაკრებს მიათრევს სულ, ავსტრიასაც გასვლაზე ფრე რომ გავუგორეთ მაგის გამჭოლი პასით გავიდა და სახლშიც კარგად შეუსრულა. არ იცით ვინ არის ჯანო ანანიძე? და კიდე კაცმა რომელმაც 5 მილიონზე უარი თქვა და საქართველო არ გასცვალა მაგას ასწავლით ჭკუას რომ ფულს არ დახარბდეს და თურმე რუსეთში ფულს დახარბდა(!) კარგით რა, არ გინდათ რა, nigga please! ... საკუთარ იმას მიხედეთ
Bidza.
11 იანვარი 2019 05:59
8
დაუნახავი კვერცხები არიან ძმაო. თან შურიანი.
Vakhtang Lobzhanidze
13 იანვარი 2019 22:18
0
ტყუილი თქვა რამე ჯანოზე? 4 წელია 25-ის ხდება :დ პოტენციალი რო ქონდა ყველა ქართველმა იცის ეს, იმედია ჯანოს კარიერის პიკი სპარტაკი არ იქნება!
chaachi
11 იანვარი 2019 12:20
1
ტრაგედია ის არის რო არშავინი ჩვენს ნაკრებთან შედარებით ლეგენდაა კი არ უნდა იარო სტადიონზე ფეხბურთის თამაშს სირბილი და თავდადება ჭირდება ჩვენი ნაკრების საყურადღებოთ არშავინი რაც შეეძლო ათჯერ იმაზე მეტს აკეთებდა რუსეთის ნაკრებისთვის
ვახო
11 იანვარი 2019 09:50
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული