არამკითხე მოამბეო - არშავინმა ანანიძეს მარად პერსპექტიული უწოდა

AutoSharing Option
რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა 37 წლის ასაკში თამაშს თავი ალმა-ატის "კაირატში" დააანება, ორი მეუღლე სკანდალურად გაექცა და ახლა სხვების კრიტიკისთვის მოიცალა. თუმცა, სამწუხაროდ არაობიექტურად არ უმსჯელია.

"ამ ეტაპზე "სპარტაკის" ყველა გადაწყვეტილება ლოგიკურად მოჩანს. პეტკოვიჩის წასვლაში გასაკვირი არაფერია. განსაკუთრებით მათთვის, ვინც "სპარტაკში" გაიზარდა. ყველას გაუკვირდა, როდესაც ის იქ მოხვდა. პოპოვმა, როგორც ეს ეხერხება, თავის რეალიზება ვერ მოახეხა.

ჯანო პერსპექტიულად ჯერ კიდევ მაშინ ითვლებოდა, როცა მე ვთამაშობდი. ის კი კვლავ პერსპექტიული და პერსპექტიულია. საერთო ჯამში "სპარტაკში" წესიერად არც უთამაშია. ამ
დროს კი უკვე 25 წლისაა.

სამედოვი საჩემპიონო წელს "სპარტაკს" ძალიან დაეხმარა. ვფიქრობ, როდესაც აიყვანეს, არც ეგონათ, თუ ამდენ ხანს გაატარებდა გუნდში. არა მგონია კონტრაქტი გაუწყვიტონ (უკვე გაუწყვიტეს - რედ.). თუ გაუწყვიტეს, მხარეებმა მოილაპარაკეს და ეს ყველას აწყობს", - განუცხადა არშავინმა ტელეარხ «Матч Премьер»-ს.

მკითხველის კომენტარები / 19 /
რა სამედოვი რი სამედოვი. ეს მთლად გამოშტერებულა.
ისიდორე
06:43 15-01-2019
0
და რითი ვერ გაიგეთ რომ ჯანოს რუსები არ უშვებენ არსად მძევლადაა “სპარტაკში” და არ უშვებენ დღესაც, იყო დრო როცა სპარტაკს ლანძღავდით ჯანოს რომ უშვებსო და დღეს ჯანოს ლანძღავთ თურმე ამდენი ხანი რატომ არ წავიდაო ევროპაში, საიდან ასეთი “პროგრესი” ასეთს რას გაბოლებენ მაგრად მუშაობს რუსების პროპაგანდა და დაგოიმების მექანიკა, არადა ისიც აღარ გახსოვთ რომ მესხიდან და ყიფიანიდან მოყოლებული ფიფას მოწვევებს უმალავდენ ქართველებს მსოფლიოს ნაკრებში სათამაშოდ და არსად არ უშვებდნენ ეგ არახალია მაგათგან ეხლ უბრალოდ უფრო მაღალ დონეზე აგვარებენ. გოგიტა გოგუას გლაზგოს “სელტიკიდან” დაუმალეს შემოთავაზება მაგალითად, თუ გახსოვთ. ჯანო კი არის დღეს მაგათი პირველი სამიზნე იმიტომ რომ რუსეთს “უღალატა” და სამაგალითოდ უნდათ რომ გაანადგურონ, აგე არ გინდოდა რუსეთიო და “კრილია სოვეტოვი” არისო შენი ბოლოო, გასაგებია გრუზინებო?? რა გაიგეთ აბა.
ზვიადი
20:27 11-01-2019
3

სიახლეები პოპულარული