ბავშვობა დასრულდა - ჯანო ანანიძეს კარიერაში გარდამტეხი მომენტი დაუდგა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგაზე დაამტკიცა, რომ მთლად ასეთი დაბალი დონის გუნდებში ასპარეზობის ღირსიც არაა, გაცილებით მეტი შეუძლია, ამის პოტენციალი აშკარად გააჩნია და ამ დროს ზოგიერთი ნიშნისმოგებით, სრულიად უადგილო ირონიასა და გესლს აფრქვევს.

ასეთ ნაკრებებთან მოგება რა აღსანიშნავიაო, ამბობს მავანი და ის კი ავიწყდება, ამისთანებთან გამარჯვებაც რომ სანატრელი იყო.

"ჯვაროსანთა" ლიდერის, გიორგი ჩაკვეტაძის ქება-დიდება აღიზიანებთ. ეს ბიჭი ქართული ფეხბურთის იმედია და საოცარ კომენტარს წააწყდები ხანდახან. არადა, სხვა ვინაა მსგავსი, თანაც, მასზე ლამის ყოველდღე სტატიებს უცხოური გამოცემები წერენ და ჩვენ მხოლოდ თარგმანს
გთავაზობთ, რადგან ყურადღება ამ შემთხვევაში ქართველი ბიჭის მიმართ ნამდვილად დიდია.

ქართულმა ფეხბურთმა თავისი "უძრაობის ხანა" გადალახა (საკლუბო ფეხბურთს არ ვგულისხმობ), ჩვენი ფეხბურთელები ევროპულ გუნდებში გადადიან. მართალია, ცოტას თუ დავარქმევთ მათგან საშუალო დონის ევროპულ კლუბს, მაგრამ მაინც წინსვლა და განვითარება უმოძრაობას სჯობს. ერთი ეტაპი დაძლეულია, ყინული გალღვა, ახლა მეორე ეტაპი იწყება და ეროვნული გუნდისთვის თითოეული ფეხბურთელი ღირებულია.

ამ ავბედითი, მოჯადოებული წრიდან გავდივართ, სხვა სიმაღლეზე გასვლას ვცდილობთ და ამაში ძალზე გვიშლის ხელს მოთამაშეთა ტრავმები. თითქოს დავითარსეთო. ერთ-ერთმა ყველაზე იმედისმომცემმა ფეხბურთელმა, ჯანო ანანიძემ ზედიზედ ორი ტრავმა მიიღო და ორჯერ გაუკეთეს ოპერაცია.

ამ ბიჭზე მინდა გაგესაუბროთ - არა როგორც ჟურნალისტი მკითხველს, არამედ როგორც გულშემატკივარი გულშემატკივარს, უშუალო, უბრალო ენით.

არ ელოდა ანანიძე, თუ "სპარტაკიდან" გაუშვებდნენ და გაოცებული დარჩა. მოუწია იჯარით "კრილია სოვეტოვში" გადასვლა, რამაც უკმაყოფილება გამოიწვია ქართველ მკითხველში - მაგას რუსეთის დატოვება არ უნდაო. განმარტა, ძალიან დიდი სურვილი მქონდა "ვიტესში" თამაშის, ამის გამო მზად ვიყავი ხელფასის მნიშვნელოვნად შემცირებაზე წავსულიყავი, მაგრამ არ გამომივიდა ეს ვარიანტიო.


მაინც უტევენ - ფულს ვერ ელევაო. ადამიანს წელიწადში 2-მილიონევროიანი გასამრჯელო რომ მისცე, ნეტა, თუ შეელეოდა? რას იზამ, ნათქვამია, სხვა სხვის ომში ბრძენიაო.

ვთქვათ სიმართლე, რომელიმე ევროპულ კლუბს ჯანოს მიმართ სერიოზული ინტერესი აქვს? და მზად არის ტრანსფერში თანხა გადაიხადოს? რაც არ არის, იმას ჯანო ვერ დათანხმდება.

altსაქართველოს ნაკრების ორი ლიდერის პორტფოლიო - უნდათ ევროპულ კლუბებს ასეთი ფეხბურთელები?


რუსულ ფეხბურთზე და მეტადრე "სპარტაკზე" ნამდვილად არ ამომდის მზე და მთვარე, მაგრამ იმის აღუნიშნაობაც არ შეიძლება, რომ "სპარტაკი" ჯანოს ძალიან, ძალიან კარგად ექცევა. ვერ ამართლებს, აგერ, უკვე 11 წელია იმედებს და მაინც თავზე ყვებიან. აი, ვთქვათ და, თქვენ ხართ კლუბის პრეზიდენტი, გაქვთ განსაზღვრული ბიუჯეტი, საკმაო ანაზღაურებას უხდით ფეხბურთელს, რომელიც ვერ ვარგობს - როგორ მოიქცეოდით?

ამ გუნდში ის საკუთარი შვილივით მიიღეს, "სინ პოლკასავით", რაშიც ალბათ, ისიც დაეხმარა, რომ რუსული კარგად იცის და ადაპტაცია არ გაუჭირდა. კიდევ ერთი შანსი მისცეს, "კრილია სოვეტოვში" გაუშვეს იჯარით და "სპარტაკის" მწვრთნელმა ოლეგ კონონოვმა თქვა, ყურადღებით და იმედით დავაკვირდებითო.

ის სამარულ გუნდში სასურველ გარემოში მოხვდა. კლუბის განვითარების დირექტორი ალეკსანდრ შიკუნოვი ამბობს, რომ ყოველმხრივ ხელს შეუწყობენ, ხოლო გუნდის მწვრთნელი ის მიოდრაგ ბოჟოვიჩია, რომლის ხელმძღვანელობითაც ჯანო "როსტოვში" განათხოვრებულ არტიომ ძიუბასთან ერთად თამაშობდა. მაშინ ამ გუნდმა თავის ისტორიაში უდიდეს წარმატებას მიაღწია - 2014 წელს რუსეთის თასი მოიგო. შიკუნოვი ამბობს, რომ ჩემპიონატის განახლებამდე ორი თვეა, ანანიძის ტრავმიანობა არ აშინებს და ამ დროის განმავლობაში ფორმაში ჩადგება. იქნებ, ეს ვარიანტი სულაც არაა ცუდი.

მოკლედ, ჯანოს უკანასკნელი შანსი მიეცა. ის უკვე ბავშვი აღარაა, 26 წელს მოყრილია და თავის კარიერაში გარდამტეხი მომენტი დაუდგა.

შეძლებს კი ის ამ ბარიერის გადალახვას? ეს მარტო მასზე არაა დამოკიდებული, იღბალმაც ცოტა უნდა შეუწყოს ხელი, ტრავმა არ უნდა მიიღოს და ცოტა უფრო გაბედულადაც მართებს თამაში. ადრე უფრო თამამად თამაშობდა, დრიბლინგიც სხვანაირი ჰქონდა, შორიდან დარტყმაც, ახლა კი თითქოს შებოჭილია, შეზღუდული.

რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა მასზე თქვა, რაც თავი მახსოვს, სულ პერსპექტიულიაო. ბევრს ეს არ გვესიამოვნა, მაგრამ სიმართლე ასეთია და მინდა და დარწმუნებული ვარ, ქარული ფეხბურთის ყველა გულშემატკივარს სურს, რომ ჯანომ არაკეთილმოსურნეთა ჯინაზე დიდი ფეხბურთი ითამაშოს.

მიდი, ჯანო, დაამტკიცე რომ შენ ეს შეგიძლია! შენ ეს შეგიძლია!

alt"ჯანოს "ათიანის" პოზიციაზე ვათამაშებთ, ტრავმების კი არ გვეშინია" - შიკუნოვი ანანიძეზე

altარ დაკარგო და არ მოიტეხო - რამდენი ტრავმა მიიღო ჯანო ანანიძემ ბოლო 3 წლის განმავლობაში?

მკითხველის კომენტარები / 9 /
მინდა წა4მატება უსურვო ჯანოს. მარა მინდა ჩემი აზრიც გამ0ვთქვა ამ სტატიის შემდეგ. მე არ ვიცი რა დიდი ფეხბურთი გაქვთ მხედველობაში? ჯანო უკვე თამაშობს ცVენს ნაკრებში და თანაც როცა ფორმაში იყო ლიდერობდა ნაკრებს. ვინმეს თუ ფიქრობთ რომ ჯანო რომელიმე ევტოპულ გრანდში მოგვევლინება ეს მცდარი აზრია და სიმართლეს ვერ გავექცევით. ის ფიზიკურად უკვე ვეღარ განვითარდება ამაზე მეტად, ჯანოს კუნთის ნატამალი არა აქვს და არც ფიზიკური გამძლეობა აქვს, არც ფიზიკური ძალა. ამის გარეშე კი გრანდებში კი არა რომელიმე ევროპულ ძლიერ გუნდშიც ვერ მოხვდება. კარგი იქნებოდა ვიტესი რომ გამოსულიყო, ფოლანდია ჯანოსთვის მისწრებაა, იქ არ თამაშობენ ძალისმიერ ფეხბურთს. სამწუხაროდ ისევ რუსეთი. მან უნდა გააცნობიეროს რომ ფიზიკის გარეშე ფეხბურთს ვეღარ ითამასებს ისე რომ მუდმივად პერსპეკტიოულად არ დარჩეს. წარმატება და ჯამთელობა ჯანოს.
Geo_Dinamo
01:28 12-01-2019
1
სწორი გზავნილია! ჯანომ უნდა დაუმტკიცოს ყველას რომ მას შეუძლია მაღალ დონეზე თამაში, ყველა დაღმართს მოყვება აღმართი, მჯერა დადგა ის მომენტი როცა ჯანო თავის შესახლებლობებს ბოლომდე გამოავლენს! ტრავმებმა დაასვა დაღი მის კარიერას, მაგრამ ყველაფერი წინ ააქვს!!! ნაკრებს აუცილებლაფ სჭირდება ჯანმრთელი ჯანო! რაკარგი ნახევარდაცვა გვყავს კანკავა, ანანიძე, ოქროს ბიჭუნა და ვაკო! ველით მარტს მთავარია ჯანმრთელად იყვნენ. პ.ს ქვილითაიაც შედის ფორმაში, ოქრი? ეგ ჯერ ჩამოყალიბდეს გართობა თუ ვარჯიში)
ჯიჯი
19:44 11-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული