როგორც განცხადებაშია ნათქვამი, კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე შეწყდა.
რამდენიმე პორტუგალიური გამოცემა, მათ შორის, Zerozero.pt-ი იუწყება, რომ ებრალიძემ ახალი კლუბი უკვე იპოვა და ეს პორტუგალიის მეორე დივიზიონის "ესტორილია".
ქართველი ფეხბურთელი "ჩავესში" გასული წლის ზაფხულში გადავიდა და ახალ კლუბში გატარებულ ნახევარ სეზონში 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა.
"ესტორილი" პორტუგალიის მეორე დივიზიონში მესამე პოზიციას იკავებს.
ავთო ებრალიძე: მჯერა, რომ დადგება ისევ ის დრო, როცა ნაკრებში დამიძახებენ