შვეიცარიული მედია: ვაკო გვილია "ლუცერნს" დღეს დატოვებს და პოლონეთში მიდის

AutoSharing Option
რამდენიმე შვეიცარიული გამოცემა "ლუცერნის" ქართველი ფეხბურთელის, ვაკო გვილიას კლუბის დატოვების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

როგორც Zentralplus.ch-ი და Luzernerzeitung.ch-ი იუწყებიან, გვილია კლუბთან ერთად ესპანეთში შეკრებაზე არ მიემგზავრება და პოლონეთის ექსტრაკლასას ერთ-ერთ კლუბს იჯარის წესით შეუერთდება, თუმცა კონკრეტული კლუბი არ სახელდება.

ვაკო გვილიას მიერ "ლუცერნის" შესაძლო დატოვების შესახებ დიდი ხანია იწერება. შვეიცარიელთა დამრიგებელი რენე ვეილერი ქართველ მოთამაშეს არ ენდობა და ის კლუბში ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველის მიყვანას აპირებს.

ვაკო გვილია "ლუცერნში" ბელორუსის "ბატედან" 2018 წლის იანვარში გადაბარგდა და ახალი მთავარი მწვრთნელის მოსვლამდე ძირითადი შემადგენლობის
ფეხბურთელი იყო, თუმცა მიღებული ტრავმის შემდეგ შემადგენლობაში დაბრუნება ვეღარ მოახერხა.

altგვილიას "ლუცერნი" არ დაუტოვებია - დღეს მან და კაკაბაძემ "ვინტერტურთან" ითამაშეს

altვაკო გვილია კარიერას "ტობოლში" ან შერიფში" გააგრძელებს?

ტეგები:
მკითხველის კომენტარები / 12 /
რას ფილოსოფოსობენ ტიპები, ფეხბურთს ერთი ადგილით უყურებთ ბლიინ? ვაისმა თავიდან ზუსტად გვილიაზე ააწყო გუნდი, ყველა პირველი ბურთი გვილიასთან მიდიოდა და ის ანაწილებდა პასებს, გაუგებარ და ქაოტურ ფეხბურთს რომ ვთამაშობდით, იმის მერე გუნდი გუნდს დაემსგავსა სწორედ გვილიას მოედნის ხედვისა და დირიჟორობის ხარჯზე, ახლა რომ არაა ფორმაში და ცოტა ალბათ თავშიც აუვარდა, ეს სხვა თემაა საერთოდ. მოედანს ვერ ხედავსო, თქვენ რას ხედავთ როცა ფეხბურთს უყურებთ ძალიან საინტერესოა.
აუ ჩემი
13:08 11-01-2019
1
ძალიან კარგი ფეხბურთელი და ნაკრებისთვის საჭირო მოთამაშე, სამწუხაროა რომ ტრავმის მერე იგივე დონეს ვერ დაუბრუნდა. წარმატებები მას!
ირაკლი
12:43 11-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული