ვაკო გვილია "პოლონელი მეშახტე" გახდა

AutoSharing Option
პოლონეთის ზაბჟეს "გურნიკის" საიტი იჯარით "ლუცერნის" ქართველი ნახევარმცველის ვაკო გვილიას აყვანას გვამცნობს.

როგორც იცით, გვილია გუნდის ახალმა მწვრთნელმა რენე ვეილერმა რატომღაც აითვალწუნა და სეზონის ბოლომდე "გურნიკში" გაანათხოვრეს.

"გურნიკი" ზაბჟეს "მეშახტეთა" გუნდია, ჩემპიონატზე 20 ტურის შემდეგ 12 ქულით უკანასკნელ, მე-16 ადგილზეა და გვილიას დიდი იმედი აქვთ.

კლუბის დირექტორთა საბჭოს წევრი არტურ პლატეკი ამბობს, რომ გვილია მათი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება.

გვილია დღეს ჩაფრინდა პოლონეთში, საბუთები გაუფორმეს და უმალ კვიპროსულ შეკრებაზე წაიყვანეს.

პოლონეთის ექსტრაკლასა 9 თებერვალს განახლდება და "გურნიკი" ვროცლავში "შლიონსკს" შეხვდება.
ასე რომ, ვაკოს ახალ გუნდში ადაპტაციისთვის საკმაო დრო აქვს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
ნეტავიხელფასი რამდენი აქვს?! იქნება საქართველოში გადმოსულიყო, ნებისმიერ გუნდს გააძლიერებდა!
aburjga
11:31 12-01-2019
1
ბატეში ტყუილად არ იჯდა სკამზე. ლუცერნშიც იგივე სურათი იყო. დასკვნა- ესე იგი არ ვარგა თავად ფეხბურთელი
ვაი ვაი
08:50 12-01-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული