"ურალი" გიორგი ჭანტურიასთან კონტრაქტის გაწყვეტას აპირებს

AutoSharing Option
ეკატერინბურგის "ურალი" გუნდის ქართველ შემტევს გიორგი ჭანტურიას დაემშვიდობება.

UralSport-ის ინფორმაციით 25 წლის ჭანტურია გუნდთან ერთად კვირპროსში შეკრებაზე არ გაემგზავრა და უახლოეეს დღეებში კლუბთან ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე კონტრაქტს გაწყვიტავს.

მიმდინარე სეზონში ჭანტურია მოედანზე მხოლოდ ერთხელ გავიდა, როცა "ნიჟნი ნოვგოროდთან" (2:0) სათასო შეხვედრაზე შეცვლაზე შევიდა.

შეგახსენებთ, რომ ჭანტურია "ურალში" 2016 წლის ზაფხულში გადავიდა და ამ ხნის განმავლობაში "ურალის" მაისურით 30 მატჩი ჩაატარა და 5 გოლი გაიტანა.

აქვე გეტყვით, რომ ჭანტურია მესამე ქართველი ფეხბურთელია რუსეთში, რომელსაც კლუბთან განშორება მოუწევს. აქამდე თორნიკე ოქრიაშვილმა კონტრაქტი
"კრასნოდართან" გაწყვიტა, ხოლო შემდეგ მოსკოვის "სპარტაკმა" ჯანო ანანიძის კლუბის გამოცვლა სთხოვა და ის საბოლოო იჯარით "კრილია სოვეტოვში" გადავიდა სეზონის ბოლომდე.

სად გააგრძელებს ჭანტურია კარიერას ჯერჯეობით უცნობია.

მკითხველის კომენტარები / 23 /
თქვე,კაი დედმამიშვილებო,საქართველოში ჩამოვიდნენო რომ ამბობთ,ვინ გადაუხდის იმ თანხას,რასაც უცხოეთში აძლევენ? რამდენი ინჟინერი,ბუღალტერი,ექიმი და სხვა სპეციალობის ხალხი ვიცი,ვინც უცხოეთში მუშაობს მუშად,რატომ იმათზე არ შეგტკივათ გული? თუ ეს ფეხბურთელები აქ ჩამოვიდნენ და თქვენს ხოშზე ითამაშონ?
ჯოტო60
12 იანვარი 2019 20:53
2
წადი რა ევროპის რომელიმე საშვალო გუნდში ან რად გინდა ურალი სახელძეც ეტყობა რა გუნდიცაა ურალი
გოგა
12 იანვარი 2019 19:56
2
კარგი იქნება, ოქრიაშვილი, ჭანტურია, არაბიძე... და სხვა უგუნდო ფეხბურთელები, საქართველოს დაუბრუნდნენ ეროვნულ ლიგაში ითამაშონ. ამით ისინი ნაკრებსაც და საკუთარ თავსაც მეტად გამოადგებიან. და რაც მთავარია: საქართველოს პირველობა უფრო საინტერესო გახდება!!!
tngh
12 იანვარი 2019 18:01
4
ხშირად ვკითხულობ აქ კომენტარებს ქართველ ფეხბურთელებზე, ფულს დახამდა და რუსეთში წავიდა ან დარჩა, მგონი იმ მიდგომით როგორიც ქართველი ფეხბურთელების უმეტესობას გააჩნია ნებისმიერ გუნდს აქეთ უნდა ეხვეწებოდნენ, რომ აიყვანონ ან დაიტოვონ. ქართველი ფეხბურთელების უმეტესობის ნახვა გაცილებით ადვილია, ღამის კლუბში, ჩილიმ ბარში, ტანსაცმლის მაღაზიაში, კურორტზე, ინსტაგრამზე, ვიდრე ვარჯიშზე. ეს თემა არ არის სახუმარო და რაც მეტს დავხუჭავთ თვალს ჩვენი ფეხბურთელების არაპროფესიონალურ მიდგომაზე საქმისადმი და მეტს ვილაპარაკებთ, რომ დაჩაგრეს, მწვრთნელმა არ გაუმართლა, ცუდ ამინდში ავარჯიშეს და გაცივდა უფრო ცუდი ჩვენი ფეხბურთისთვის.
ქომაგი
12 იანვარი 2019 16:51
3
ოქრიაშვილზე რა ისმის,უნდა ამ ბიჭს ფეხბურთის თამაში?
ბაჩო
12 იანვარი 2019 16:39
1
რასაც დაიმსახურებ იმას მიიღეფ, ყველა გუნდს უნდა სტაბილური ფეხბურთელები, ამათ თავში აქვთ ავარდნილი, მართლა მესი ჰგონიათ თავი, ამბიციებმა ბევრი ფეხბურთელი დაღუპა.
x.x
12 იანვარი 2019 16:25
2
ტობოლია მომდევნო გაჩერება
eh
12 იანვარი 2019 15:33
3
ესეც გასადა
ჯონდო
12 იანვარი 2019 15:04
0
არადა 8-10 წლის წინ ესენი ითვლებოდნენ საქართველოს მომავლად და მათზე ვამყარებდით იმედებს :(
ირაკლი
12 იანვარი 2019 14:40
0
იკადრონ, და ჩამობრძანდნენ საქართველოში!!! ეროვნულ ლიგაში ითამასონ, გამოიჩინინ თავი, ნაკრების კარი ღიაა ყველასათვის, და სექტემბრიდან შეეძლებათ სხვა ქვეყნებზეც იფიქრონ!!!
tngh
12 იანვარი 2019 14:31
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული