ჯიქია ანანიძეზე: სამწუხაროა, როდესაც ასეთი დანაკარგი გაქვს

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ქართული წარმოშობის ცენტრალური მცველი გიორგი ჯიქია გუნდიდან ქართველი ფეხბურთელის, ჯანო ანანიძის წასვლასთან დაკავშირებით კომენტარს მოსკოვური კლუბის ვებგვერდთან ინტერვიუში აკეთებს.

"რა თქმა უნდა, სამწუხაროა, როდესაც ასეთი დანაკარგი გაქვს. ჯანო ჩემთვის უბრალოდ თანაგუნდელი არაა, ჩვენ საუკეთესო მეგობრები ვართ. ის მომენატრება, თუმცა მისი მესმის. ველოდები მის დაბრუნებას ზაფხულში" - განაცხადა გიორგი ჯიქიამ.

ჯანო ანანიძე სამარის "კრილია სოვეტოვს" სეზონის ბოლომდე, იჯარის წესით შეუერთდა. ის ახალ გუნდში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს.

altანანიძე "კრილია სოვეტოვში" ჩაირიცხა და "სპარტაკთან" თამაში აუკრძალეს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული