ზაქარია ბეგლარიშვილი ბუდაპეშტის "ჰონვედში" გადავიდა

AutoSharing Option
28 წლის ქართველი ნახევარმცველი ზაქარია ბეგლარიშვილი "ფლორადან" ბუდაპეშტის "ჰონვედში" გადავიდა.

კლუბის საიტი იუწყება, რომ არაერთ ფეხბურთელს აკვირდებოდნენ და საბოლოოდ არჩევანი ბეგლარიშვილზე შეაჩერეს.

საიტი გულშემატკივრებს აცნობს მის ბიოგრაფიას და აუწყებს, თუ რაოდენ წარმატებულად ასპარეზობდა ესტონეთის ჩემპიონატზე.

ის ახალ გუნდში სეზონის დასრულებამდე იჯარის წესით ითამაშებს.

ბეგლარიშვილმა განაცხადა, რომ იცნობს გუნდის მდიდარ ისტორიას, ესტონეთში ყველაფერს მიაღწია და ახალი გამოწვევისთვის მზადაა.

18 ტურის შემდეგ "ჰონვედი" უნგრეთის ჩემპიონატზე 29 ქულით მე-4 ადგილზეა.

მადიართა პირველობა 2 თებერვალს განახლდება და "ჰონვედი" ლიდერ "ფერენცვაროშს" შეხვდება, რომლის რიგებში შესაძლოა
"პოგონიდან" ქართველი მცველი ლაშა დვალი გადავიდეს.

ბეგლარიშვილმა ესტონეთის მოქალაქეობა მიიღო და გაზაფხულიდან მათი ქვეყნის ნაკრებში იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 4 /
ჩვენ რად გვინდა ესტონეთის ჩემპიონატის ბომბარდირი..სერუა ა.ს.უთამაშებელი მჭედლიძე არ ჯობია!ნწ ნწ ნწ
Gio
16 იანვარი 2019 07:50
2
ლილიუ და დებელკო 31 და 28 გოლი . ბეგლარიშვილი 30 . შემდეგ 27 და ა.შ. ამით ყველაფერია ნათქვამი ესტონეთის ჩემპიონატზე... ეგეთი ჩისკო გვყავდა ბომბარდირი მაგრამ ევრო ტურნირებზე გამოჩნდა მისი ძალა. ეზოში ბავშვებსაც ბევრი გოლი გააქვთ.. ნუ ქმნით გმირებს ყველასგან. და ლეგიონს მგონი აღარ ეკუთვნის ეს ფეხბურთელი.. რაღატო ვნერვიულობთ.. გადახედეთ ესტონეთის ბომბარდირებს იქ ყველა მაგარია..
A
16 იანვარი 2019 12:41
1
ვაისის და ფედერაციის იგნორირების წყალობით დავკარგეთ (უფრო სწორად ძალად ხელი ვკარით) ძალიან კარგი ფეხბურთელი ნაკრებში, სამაგიეროდ ურალის და ტობოლის სათადარიგო ფეხბურთელები გვყავს ნაკრების ბირთვში! ნაკრების მარადიული წევრის დვალიშვილის ნაცვლად არ შეიძლებოდა ამ ბიჭის მოწვევა და რამოდენიმე წუთით შანსის მიცემა თუნდაც ამხანაგურ მატჩებში?! P.S. ბეგლარიშვილს დიდ წარმატებებს ვუსურვებ როგორც საკლუბო, ისე ესტონეთის ნაკრების რიგებში!
დათო
16 იანვარი 2019 10:49
2
რატო არ დადეთ ჩემი კომენტარი
ტოტტი
16 იანვარი 2019 12:00
0

სიახლეები პოპულარული