თბილისის "დინამოდან" "ციურიხში" სეზონნახევრიანი იჯარით გადასულ 19 წლის მცველს ლევან ხარაბაძეს გუნდის მწვრთნელმა ლუდოვიკ მაგნინმა თავიდანვე ნდობა გამოუცხადა.
ხარაბაძე გუნდს თურქულ შეკრებაზე შეუერთდა, 5-ნომრიანი მაისურა გადსცეს და მაშინვე საქმეში ჩართეს.
გუშინ შვეიცარიულმა გუნდმა საკონტროლო მატჩში გერმანიის რეგიონული ლიგის "უერდინგენი" 3:1 დაამარცხა, ხოლო დღეს მე-2 ბუნდესლიგის დრეზდენის "დინამოსთან" 1:2 წააგო და ამ ორივე შეხვედრაში ლევანი ძირითად შემადგენლობაში იყო.
"ციურიხი" 18 ტურის შემდეგ 25 ქულით ქვეყნის პირველობაზე მე-4 ადგილზეა და 3 თებერვალს, მორიგ ტურში სტუმრად "სენტ გალენს" დაუპირისპირდება.
ამას გარდა, "ციურიხი" ევროპა ლიგის
1/16 ფინალში "ნაპოლის" შეხვდება - პირველი მატჩი 15 თებერვალს შვეიცარიაში ჩატარდება, განმეორებითი კი 21 თებერვალს ნეაპოლში და იმედია, ხარაბაძეს ათამაშებენ.