ჯანო ანანიძე: დავამტკიცებ, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ქართველმა ფეხბურთელმა ჯანო ანანიძემ "კრილია სოვეტოვთან" ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ კლუბის არხთან ისაუბრა.

"პირველ რიგში, მინდა კლუბის ხელმძღვანელობას და მიოდრაგ ბოჟოვიჩს მადლობა გადავუხადო ნდობისთვის. მაქსიმუმს გავაკეთებ, რომ გუნდს დავეხმარო და ჩვენი ამოცანა შევასრულოთ.

ამ კლუბში გადმოსვლაში დიდი როლი ითამაშა ბოჟოვიჩმა. მას დიდი ხანია ვიცნობ და ერთი წელი ვიმუშავეთ ერთად, რაც ნამდვილად სასიამოვნო იყო. ის ძალიან კარგი ადამიანი და მწვრთნელია.

მაქსიმუმს გავაკეთებ იმის დასამტკიცებლად, რომ ძლიერი ფეხბურთელი ვარ", - განაცხადა ანანიძემ.

შეგახსენებთ, რომ ანანიძე სეზონის ბოლომდე იჯარით "კრილიაში" ითამაშებს, ხოლო მისი სატრანსფერო
უფლებები კვლავ მოსკოვის "სპარტაკს" ეკუთვნის.

altჯიქია ანანიძეზე: სამწუხაროა, როდესაც ასეთი დანაკარგი გაქვს

altანანიძე "კრილია სოვეტოვში" ჩაირიცხა და "სპარტაკთან" თამაში აუკრძალეს

მკითხველის კომენტარები / 9 /
ქართული ტიტრები რო მაინც დაადოთ, არ გინდათ?
გიორგიპირველი
12:43 16-01-2019
1
კი ხარ ჯანო კარგი იგროკი მაგრამ ვერსად რო ვერ დამტკიცდ ეგ საქართველოს ნაკრების გარდა.როსტოვშიც კარგი იყსვი. მოკლედ ტრამვებმა გაგაწამა
გოგა
14:53 16-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული