"ლოკომოტივის" ყოფილი დირექტორი: საბა კვირკველიაზე გვქონდა შემოთავაზება - 15 მლნ ევრო, თუმცა...

AutoSharing Option
მოსკოვის "ლოკომოტივის" ყოფილი გენერალური დირექტორი ილია გერკუსი "სპორტ-ექსპრესთან" ვრცელ ინტერვიუში კლუბის 2018 წლის სატრანსფერო საქმიანობაზე საუბრობს, სადაც საბა კვირკველიას შესახებაც ჰყვება.

შეგახსენებთ, რომ საბა კვირკველია რუბინის "ყაზანიდან" მოსკოვის "ლოკომოტივში" 2017 წლის თებერვალში იჯარის წესით გადავიდა, ხოლო 2017 წლის ივლისში "ლოკომ" ის გამოისყიდა.

"2018 წლის ზაფხულში ფეხბურთელებზე შემოთავაზებები გვქონდა. საერთო ჯამში, ფეხბურთელების გაყიდვით 50 მლნ ევროს გამომუშავება შეგვეძლო, მაგრამ მივიღეთ გადაწყვეტილება და რეკომენდაციებიც მოგვცეს, რომ ჩემპიონთა ლიგისთვის გუნდი გაგვეძლიერებინა.

გაძლიერების პირველი ეტაპი კი საჩემპიონო შემადგენლობის შენარჩუნებაა. ეს მთავარი მწვრთნელის დაჟინებული თხოვნა
იყო, რომელსაც დავეთანხმეთ. ამიტომ ფეხბურთელები არ გაგვიყიდია.

საბა კვირკველიაზე გვქონდა შემოთავაზება - 15 მლნ ევრო. თუმცა იური სიომინი (მთავარი მწვრთნელი) დაცვის საკვანძო ფეხბურთელის გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. რა უნდა გვექნა? მაინც გაგვეყიდა? რა უნდა გვექნა მერე? ხომ გესმით, მერე ყველა წარუმატებლობა ამ გადაწყვეტილებას დაბრალდებოდა. ამიტომ საბა დარჩა", - აღნიშნა გერკუსმა.

შეგახსენებთ, რომ 2018 წლის ზაფხულში საბა კვირკველიას შეძენა "ლესტერს" სურდა და ქართველი ფეხბურთელის აგენტი კლუბთან მოლაპარაკებასაც აწარმოებდა.

ამ დროისთვის კვირკველიას ტრანსფერის ღირებულება 8 მლნ ევროს შეადგენს, თუმცა ზაფხულშიც იგივე იყო. მან მიმდინარე სეზონში "ლოკომოტივის" მაისურით ყველა ტურნირზე 25 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლიც გაიტანა.

altგიორგი ჩაკვეტაძე და საბა კვირკველია საუკეთესო 10 კავკასიელ მოთამაშეს შორის დასახელდნენ

altსაბა კვირკველია რუსეთის პრემიერლიგის 2018 წლის სიმბოლურ ნაკრებში

მკითხველის კომენტარები / 3 /
Gvrito oboladzes utxari ro acxadebs kverkveliati xolme ))))
Emigranti
14:39 18-01-2019
0
Minda im megrels gamovexmauro rom vikitxe kverkvelia tu kvirkveliatwo da megrul gvars nu amaxinjebo... maikaze kargad caikitxe ra gvati ceria da 2018 dajildovebaxec oboladzem solomon kverkveliati caradgina da jurnalistebo kitxet bolo bolo ra gvaris aris kvirkvelia tu kvrrkvelia?! ))
Emigranti
22:36 17-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული