დავით ვოლკოვი: ქუთაისის "ტორპედოს" შევუთანხმდი, მაგრამ აზერბაიჯანიდან დამირეკეს და...

AutoSharing Option
აზერბაიჯანული "გაბალას" ქართველმა ახალწვეულმა დავით ვოლკოვმა azerisport-ის კითხვებს უპასუხა.

მისი თქმით, ქუთაისის "ტორპედოსთან" შეთანხმება ჰქონდა მიღწეული, თუმცა "გაბალას" ვარიანტმა ყველაფერი შეაცვლევინა.

- თქვენ ახლოს იყავით ქუთაისის "ტორპედოში" გადასვლასთან, მაგრამ "გაბალა" აირჩიეთ...
- დიახ, მათ შევუთანხმდი კიდეც, მაგრამ აზერბაიჯანიდან ზარმა მაიძულა, გეგმები შემეცვალა. "ტორპედოში" გამიგეს და წასვლის შესაძლებლობა მომცეს.

- გამოდის, "გაბალას" შემოთავაზება ფინანსურად უფრო სასარგებლო იყო, რადგან ეს ნაბიჯი გადადგით?
- ფინანსურ საკითხში სხვაობა იმდენად დიდი არ იყო, ამიტომ ჩემთვის ეს ფაქტორი გადამწყვეტი არ აღმოჩნდა.

- მაშინ რა იყო?
-
"გაბალა" კარგი კლუბია. მინდა აქ იღბლიანი კარიერა მქონდეს. ეს ახალი გამოწვევაა და მინდა, თავი საუკეთესოდ წარმოვაჩინო. მეუბნებოდნენ, რომ აზერბაიჯანის ჩემპიონატი საქართველოს პირველობას ცოტა აღემატება.

- როცა "გაბალა" 4 წლის წინ ევროპა ლიგის კვალიფიკაციაში თბილისის "დინამოს" წინააღმდეგ თამაშობდა, თქვენ იმ გუნდის წევრი იყავით...
- მახსოვს ის მატჩები. სამწუხაროდ, ვერც ერთ მატჩში ვერ ვითამაშე. ორივე შეხვედრა სათადარიგოზე გავატარე. ამიტომ გაბალა ჩემთვის ახალი ქალაქი არაა (იღიმის).

- როგორ დაგხვდნენ "გაბალაში"?
-  საკმაოდ თბილად. სანან გურბანოვმა ჩემში დადებითი ემოციები გააჩინა. აქ ყველაფერი მომწონს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელი დავით ვოლკოვმა თბილისის "საბურთალოში" გაატარა, სადაც 28 მატჩში 8 გოლი გაიტანა და ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა.

altოფიციალურად: დავით ვოლკოვი "გაბალას" ფეხბურთელი გახდა

მკითხველის კომენტარები / 6 /
სამცუხაროდ პული ცკვიტავს კველაპერს რისი გადახდა არ უნდატ ჩვენებს, მაგიტომაც გარბიან ეს ბიჩები აკედან და ვერც გაამტკუნებ ისე უჩირტ, სამცუხარო რეალობა.
diego
11:34 18-01-2019
1
რატო ამტყუნებთ კაცს? ისედაც 2-3 წელი მოუწევს თავისი მაქსიმუმის გაკეთება, რომელი არ დათანხმდებოდით უფრო მაღალ ხელფასს? გულებში ჩაიხედეთ და ისე გაამტყუნეთ.
Emre
10:06 18-01-2019
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული