ზურიკო დავითაშვილმა კურბან ბერდიევს თავი მოაწონა - მას "რუბინის" საიტი გვიქებს

AutoSharing Option
ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ თბილისის "ლოკომოტივის" 17 წლის ნახევარმცველი ზურიკო დავითაშვილი ყაზანის "რუბინში" გააგრძელებს კარიერას.

"რუბინმა" 13 იანვარს თურქულ შეკრებაზე ამხანაგურ-საკონტროლო მატჩში უნგრეთის "დიოშდიერს" 2:0 სძლია და დავითაშვილი მეორე ტაიმში შევიდა შეცვლაზე.

ეტყობა, გუნდის მწვრთნელს კურბან ბერდიევს მოეწონა მისი თამაში და დღეს რუმინეთის "ვიტორულთან" სპარინგში უკვე სასტარტო შემადგენლობაში დააყენა (8-ნომრიანი მაისურათი ათამაშა) და პირველი გოლი მისი აქტიურობის შედეგად გავიდა. შეხვედრა 2:2 დასრულდა.

როგორც თათრეთის კლუბის საიტმა იუწყა, ზურიკო მათ გუნდში სინჯებზეა, "ლოკომოტივთან" კონტრაქტი დაუსრულდა და "რუბინში" თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავა.

"გუნდში სინჯებზე საინტერესო ფეხბურთელია, ზურიკო დავითაშვილი  - ქართველი კარგი ტექნიკით გამოირჩევა, რუსული ჯერ არ იცის, მაგრამ ინგლისურად ურთიერთობს თანაგუნდელებთან, ის უკვე შეეთვისა კოლექტივს და მეგობრებიც გაიჩინა", - აღნიშნავს საიტი.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზუკას წარმატებები სულ..საუკეთესოა და მაგარი შრომისმოყვარე
გია
14:50 18-01-2019
0
რუსული ფული გიყვართ და არადა ოკუპანტიაო
ფფფ
09:19 18-01-2019
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული