
"ნახევარმცველთან კონტრაქტი გაწყვეტილია.
ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია ჩვენს გუნდს ტოვებს. ფეხბურთელთან კონტრაქტი ორმხრივი შეთანხმების საფუძველზე გაწყდა.
ჭანტურია "ურალში" 2.5 წლის წინ ჩაირიცხა და საერთო ჯამში, რუსეთის ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა, სადაც 5 გოლი გაიტანა.
სამწუხაროდ, უფრო მეტის გაკეთების საშუალება მას ორმა მძიმე ტრავმამ არ მისცა. მადლობას ვუხდით გიორგის კლუბში გატარებული პერიოდისთვის და სამომავლოდ წარმატებასა და ჯანმრთელობას ვუსურვებთ", - წერია კლუბის საიტზე.
სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ფეხბურთელი, ჯერჯერობით უცნობია.
ural.kp.ru: "ეკატერინბურგელი მესის" "ურალიდან" წასვლის რამდენიმე მიზეზი არსებობს