მე-7 ქვეყანა! - ლაშა დვალი "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი გახდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მცველი ლაშა დვალი უნგრული "ფერენცვაროშის" ფეხბურთელი ოფიციალურად გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას უნგრული კლუბის ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

სამწუხაროდ, უცნობია, რამდენწლიანი კონტრაქტი გააფორმა დვალმა ახალ კლუბთან.

ახალგაზრდა მცველმა უკვე მოასწრო გუნდთან ერთად ბელეკში შეკრებაზე ვარჯიში.

Sportall.Ge

radioszczecin.pl-ის ინფორმაციით, დვალის სანაცვლოდ "ფერენცვაროშმა" პოლონურ "პოგონს" ნახევარი მლნ ევრო გადაუხადა. ხოლო აქედან 15 პროცენტი "ვროცლამ" უნდა მიიღოს, საიდანაც თავის დროზე დვალი "პოგონში" გადავიდა.

რაც შეეხება უნგრულ კლუბს, ის ადგილობრივ ჩემპიონატში 18 ტურის შემდეგ 39 ქულით პირველ ადგილზე იმყოფება და მეორეადგილოსან "მოლ ვიდს" 5 ქულით
უსწრებს. გუნდს უკრაინელი სპეციალისტი სერგეი რებროვი წვრთნის.

ლაშა დვალმა პოლონეთში 14 მატჩი ჩაატარა, აქედან ერთი თასზე და ერთი გოლის გატანაც მოახერხა. საერთო ჯამში, დვალმა 2.5 სეზონის განმავლობაში პოლონეთში 80-ზე მეტი მატჩი ჩაატარა.

დვალმა ასევე საქართველოს ნაკრების მაისურით ერთა ლიგის ორ მატჩში მიიღო მონაწილეობა, ხოლო მისი დებიუტი 2015 წელს გერმანიის ნაკრებთან, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში შედგა.

აღსანიშნავია, რომ 23 წლის ასაკში ლაშამ უკვე მოასწრო საქართველოში, ლატვიაში, გერმანიაში, ყაზახეთში, თურქეთსა და პოლონეთში თამაში. უნგრეთი მისთვის რიგით მე-6 ქვეყანა იქნება.
მკითხველის კომენტარები / 7 /
სადაც იყო ყველაგან ითამაშა, სკამზეც არ მჯდარა კაი ბიჭია მარა ამ ასაკში 7 ქვეყნის გუნდში დო გადახვალ ვერაა კაი ამბავი! იმ ქართველებს არ გავს ვიდაც სკამზე ჯდომა არ ანაღვლებს !
Chaachi
22:41 18-01-2019
0
წარმატებები ლაშას!
მალე გვენახოს ლიგაზე ...
Davit
21:19 18-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული