გიორგი ლორია კარიერას გერმანიაში გააგრძელებს

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების 32 წლის მეკარე გიორგი ლორია მეორე ბუნდესლიგის "მაგდებურგში" ჩაირიცხა. ამ ინფორმაციას აღმოსავლეთ გერმანული კლუბის საიტი ავრცელებს.

გიორგის უკვე მოუწყვეს პრეზენტაცია და 1-ნომრიანი მაისურა გადასცეს.

ის "მაგდებურგში" თავისუფალი გენტის სტატუსით გადავიდა და კონტრაქტი 2019 წლის 30 ივნისმდე გაუფორმეს.

"მაგდებურგი" 18 ტურის შემდეგ 11 ქულით ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა და მე-2 ბუნდესლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.

ამ გუნდმა ძირითადი კიპერი გაყიდა და სავარაუდოდ ლორია ძირითადი მეკარე იქნება.

მე-2 ბუნდესლიგა 29 იანვარს განახლდება და ლორიას გუნდი აუეს "ერცებირგეს" უმასპინძლებს.

ასე რომ, გიორგის უკლუბოს
ყოფნა დასრულდა და თანაც, არც აზერბაიჯანში და არც ყაზახეთში არ იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
გერმანიის მე-2 ბუნდესლიგა რომ ყაზახეთის და აზერბაიჯანის უმაღლეს ლიგებს ჯობს,ამას მგონი არ უნდა ჭირდებოდეს ბევრი სჯა-ბაასი.მთავარია ეხლა როგორმე ადგილი შეინარჩუნოს მაქ.წარმატებები ლორიას.
რიგითი გულშემატკივარი
12:35 19-01-2019
1
ბოლო ადგილოსან გუნდში გადასვლა პირიქით კარგია ჩვენთვის უფრო ფორმაში იქნება
nodarichi123
07:00 19-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული