იურისტი ალეკსანდრ კოენი ამბობს, რომ მიუხედავად თავდამსხმელ ემილიანო სალას დაკარგვისა, "კარდიფ სიტის" მისი სატრანსფერო ფასის გადახდა მოუწევს.
"როგორც კი ტრანსფერი ფიფაში დარეგისტრირდება, ის მოქმედად ითვლება.
მიუხედავად ფეხბურთელის დაკარგვისა, "კარდიფს" "ნანტისთვის" 17 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.
რაც შეეხება დაზღვევას, ზუსტად ვიცი, რომ "ნანტმა" გააფორმა. საკითხავია, მოქმედებს თუ არა დაზღვევა ტრანსფერის განხორციელების შემდეგ და მოასწრო თუ არა "კარდიფმა" მოთამაშის დაზღვევა.
თუ მოასწრო, მაშინ უელსური კლუბი სადაზღვევო კომპანიისგან თანხას სრულად მიიღებს. ნებისმიერ შემთხვევაში, ვიღაცას მოუწევს 17 მილიონის გადახდა", - განაცხადა კოენმა.
სალა "ნანტიდან"
"კარდიფში" გადავიდა, 21 იანვარს უელსში კერძო თვითმფრინავით გაემგზავრა და დაიკარგა. 24 იანვარს პოლიციამ ძებნა შეწყვიტა. როგორც ვარაუდობენ, თვითმფრინავი ლა მანშის სრუტეში ჩავარდა და ჩაიძირა.