27 იანვარს, ბელგიის ჩემპიონატის 23-ე ტურში "გენტმა" სტუმრად "კორტრიკი" 2:1 დაამარცხა.
მწვრთნელმა იეს ტორუპმა თავდამსხმელი გიორგი ქვილითაია განაცხადში არ შეიყვანა, ნახევარმცველი გიორგი ჩაკვეტაძე კი 68-ე წუთზე შეუშვა შეცვლაზე (სპეციალური სამუხლით ითამაშა), როდესაც ანგარიში 1:1 იყო.
77-ე წუთზე კი დე სმეტმა მისი პასი მიიღო, საჯარიმოში შეიჭრა და ულამაზესი დარტყმით გამარჯვების გოლი გაიტანა.
"გენტი" 37 ქულით მე-6 ადგილზეა და 3 თებერვალს მორიგ ტურში გასვლაზე "ბრიუგეს" დაუპირისპირდება, იქამდე კი 30 იანვარს თასის განმეორებით ნახევარფინალურ მატჩში სტუმრად "ოსტენდეს" შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ ჩაკვეტაძეს ტრავმის გამო ერთ თვეზე მეტია არ უთამაშია. მის ანგარიშზე ქვეყნის პირველობაზე 3 გოლი და 4 საგოლე გადაცემაა.
კორტრიკი. "გულდენსპორენსტადიონი"
კორტრიკი - გენტი 1:2
გოლები: 0:1 დავიდი (4), 1:1 ქუალი (15), 1:1 დე სმეტი (77)