გიორგი ნავალოვსკი: ევროპირველობაზე გასვლის შანსი გაგვიჩნდა - ბელარუს ნაცნობებთან მეგობრული შეხვედრა არ გვექნება

AutoSharing Option
ბელარუსულმა "ტრიბუნამ" ვრცელი ინტერვიუ ჩამოართვა მინსკის "დინამოსა" და საქართველოს ნაკრების მცველს გიორგი ნავალოვსკის. მან თქვა, რომ კლუბის ხელმძღვანელობის და მწვრთნელის შეცვლა არ ეხება და კლუბთან კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ უმთავრდება. გიორგიმ საქართველოს ნაკრებზეც ისაუბრა. გთავაზობთ ამონარიდს.

- რითია შენთვის რთული კლუბში შექმნილი ამჟამინდელი გაურკვევლობა?
- არაფერი სირთულე არ არსებობს. კონტრაქტი მაქვს, ვარჯიშები ტარდება. ვმუშაობ და ახალ სეზონში გუნდის დასახმარებლად ვემზადები, კიდევ - საქართველოს ნაკრებს მინდა დავეხმარო. მარტის ბოლოს ევროპირველობის შესარჩევი ტურნირი იღებს სტარტს და მსურს კარგ ფორმაში შევხვდე.

- შენი ნაკრები
ერთა ლიგის პლეი-ოფში გავიდა. როგორ აღიქვეს ეს საქართველოში? როგორც მთავარი გამარჯვება?
- იცით, როგორ გვტევდნენ ადრე იმის გამო, რომ ვერ ვიმარჯვებდით? ახლა კი მხოლოდ ერთი მატჩი დავასრულეთ ფრედ, დანარჩენი კი ყველა მოვიგეთ. გულშემატკივრები გუნდისკენ შემობრუნდნენ.

- რას წარმოადგენს საქართველოს ამჟამინდელი ნაკრები?
- ძალიან ახალგაზრდა ძლიერი ფეხბურთელებითაა დაკომპლექტებული, რომელთაც კარგი პოტენციალი გააჩნიათ. თუ ყველაფერს სწორად გააკეთებენ, შეუძლიათ ძლიერ კლუბებში მოხვდნენ და ბევრს მიაღწიონ.

- რომელი შედეგი უფრო მაგარია - ამხანაგურ შეხვედრაში ესპანეთის დამარცხება თუ ერთა ლიგის პლეი-ოფში გასვლა?
- არა! პლეი-ოფში თამაში. საქართველოს როგორც იქნა, ევროპის პირველობაზე გასვლის შანში გაუჩნდა.

- საინტერესოა, რა იფიქრე კენჭისყრის შემდეგ, როდესაც გაიგე, რომ ბელარუსს უნდა შეხვდეთ?
- ვიფიქრე, რომ ნაცნობების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა მექნება. მერწმუნეთ, ეს მეგობრული შეხვედრა არ იქნება.

- რას ამბობენ საქართველოში ბელარუსის ნაკრებზე?
- მხოლოდ კარგს. ქართველები საერთოდ ისეთი ხალხია, მეტოქეზე ცუდს არაფერს არ იტყვიან. ვნახოთ, რა როგორ მოხდება. ახლა ევროს საკვალიფიკაციო ეტაპი იწყება და ღმერთმა ინებოს, იქედან გავიდეთ ფინალურ ეტაპზე. თუ ეს მოვახერხეთ, ბელარუსთან მატჩი აღარ შედგება. თუ არადა, შეხვედრისთვის მოვემზადებით. ვფიქრობ, ბელარუსიც იმავეს გააკეთებს. თქვენს ნაკრებს ჩვენთან ისე უყურებენ, როგორც თანაბარ მოწინააღმდეგეს.


მკითხველის კომენტარები / 5 /
მაგარი კაცია, გილიანი და უღალატო 11 მასეთი კაცი და გვეომოს ვისაც უნდა...
misha
18:36 29-01-2019
0
ნავალა მაგრად მიყვარს, წარმატებები ! ცუდია რომ უფრო ადრე არ მისცეს ნაკრებში თამაშის შანსი.
semi
13:02 29-01-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული