"იბრაგიმაშვილი" - როგორ აფასებს ყაზახური მედია თორნიკე ოქრიაშვილს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის ჩემპიონი "ასტანა" საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველით, თორნიკე ოქრიაშვილით ინტერესდება.

ადგილობრივი გამოცემა Sports.kz-ი გულშემატკივარს ქართველი ფეხბურთელის შესახებ სტატიას სთავაზობს, სადაც თორნიკეს კარიერის შესახებაა საუბარი.

"იბრაგიმაშვილი" - ასე აფასებს ყაზახური მედია ოქრიაშვილს და მის მიერ "ზენიტის" კარში გატანილ გოლს ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ ინგლისის კარში გატანილს ადარებს.

შეგახსენებთ, 26 წლის ნახევარმცველი გასული წლის ნოემბრის შემდეგ უგუნდოდაა. ის ბოლოს რუსულ "კრასნოდარში" ასპარეზობდა.

altოქრიაშვილი, ზარანდია, მილინკოვიჩ-სავიჩი, ნდიდი - სად არიან ფეხბურთელები, რომლებიც 2014 წელს "გენკის" წევრები გახდნენ

alt"კრასნოდარის" მწვრთნელი განმარტავს, თუ რატომ

წავიდა გუნდიდან ოქრიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბიჯო, სადაც გადავიდა, 15 წუთზე მეთი არსად არ უთამაშია და ბოლოს უშვებენ. არაფერი ფეხბურთელი ეგ არაა, ფაფხურობს და მეტი არ იცის. წინ ვერ მიდის. ან უკან ტრიალდება, ან გვერძე მიათრევს ბურთს. ერთადერთი, ანგარიშის შესანარჩუნებლად ბურთის დაჭერისთვის თუ გამოიყენებ, სულ ტრამვა აქვს. ასტანა ზედგამოჭრილია მაგისთვის. ჩასვამენ თავიდან ასნავნოიში, შეხედავენ და დააჯენენ ზამენაზე, რადგან ეგ შეტევებს აფერხებს, კლავს. დღეს კი სხვა ფეხბურთია. ეგ რო ბურთს მიიღებს, შემობრუნდება, გაიხედავს-დამთავრდა თამაში. ასე იქნება ეგ, თორე ნახავთ. არც ნაკრებშია მაგის ადგილი მე თუ მკითხავთ, როგორც ფეხბურთელი, სპორტსმენი, თორე, პიროვნებასთან რა საქმე მაქვს, ღმერთმა ხელი მოუმართოს და წარმატებებს ვუსურვებ.
ვასო
01:32 30-01-2019
6
წავიდეს და ითამაშოს იქ სადაც მეტი სათამაშო დრო ექნება .........ფეხბურთელისთვის ესაა მთავარი და არა დიდი გუნდის წევრობა და მერე სადათარიგო სკამის ხეხვა.
Emzar Duisburg
22:51 29-01-2019
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული