"იბრაგიმაშვილი" - როგორ აფასებს ყაზახური მედია თორნიკე ოქრიაშვილს

AutoSharing Option
გავრცელებული ინფორმაციით, ყაზახეთის ჩემპიონი "ასტანა" საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველით, თორნიკე ოქრიაშვილით ინტერესდება.

ადგილობრივი გამოცემა Sports.kz-ი გულშემატკივარს ქართველი ფეხბურთელის შესახებ სტატიას სთავაზობს, სადაც თორნიკეს კარიერის შესახებაა საუბარი.

"იბრაგიმაშვილი" - ასე აფასებს ყაზახური მედია ოქრიაშვილს და მის მიერ "ზენიტის" კარში გატანილ გოლს ზლატან იბრაჰიმოვიჩის მიერ ინგლისის კარში გატანილს ადარებს.

შეგახსენებთ, 26 წლის ნახევარმცველი გასული წლის ნოემბრის შემდეგ უგუნდოდაა. ის ბოლოს რუსულ "კრასნოდარში" ასპარეზობდა.

altოქრიაშვილი, ზარანდია, მილინკოვიჩ-სავიჩი, ნდიდი - სად არიან ფეხბურთელები, რომლებიც 2014 წელს "გენკის" წევრები გახდნენ

alt"კრასნოდარის" მწვრთნელი განმარტავს, თუ რატომ

წავიდა გუნდიდან ოქრიაშვილი
მკითხველის კომენტარები / 15 /
მე თუ მკითხავთ, ამ ეტაპზე ამ ბიჭისთვის "ასტანა" ოპტიმალური ვარიანტია! ჯერ ერთი, გახშირებული ტრავმიანობის გამო ახლა ამას ნორმალური ევროპული გუნდი არ აიყვანს. მეორეც, იქ (ევროპაში) კარგად იციან მისი "ხასიათის" შესახებ ("გენკში" მისი ყოფნის პერიოდს ვგულისხმობ). რაც შეეხება ყაზახეთის ჩემპიონს, სისტემატურად გამოდის ევროთასებზე და ჩემპიონთა ლიგაც აქვს დაჭაშნიკებული. ამიტომაც ვფიქრობ რომ ეს თორნიკესთვის კარგი შანსი იქნება დაამტკიცოს რომ უფრო მაღალ დონეზე თამაშს იმსახურებს!
სიმართლე
15:29 29-01-2019
1
რა ცუდია მართლა... აშკარად შეუძლია სულ ცოტა საშუალო დონის ევროპულ გუნდში თამაში, მაგრამ ვერა და ვერ მოეწყო ჯერჯერობით
:))))
12:47 29-01-2019
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული