"ესბიერგმა" ზივზივაძესთან კონტრაქტი გაწყვიტა - ბუდუ საქართველოში ბრუნდება

AutoSharing Option
დანიური "ესბიერგი" და ბუდუ ზივზივაძე ერთმანეთს ოფიციალურად დაშორდნენ.

როგორც კლუბის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, 24 წლის თავდამსხმელი კარიერას სამშობლოში გააგრძელებს.

"სამწუხაროდ, ზივზივაძემ ვერ შეასრულა ის როლი, რასაც კლუბი და თავად ბუდუ იმედოვნებდნენ. ის პროფესიონალი და კარგი ადამიანია, რომელიც ყოველთვის ბოლომდე იხარჯებოდა. გასულ წელს ის იჯარით თბილისის "დინამოში" თამაშობდა, სადაც მან საკუთარი პოტენციალი გამოავლინა და უამრავი გოლი გაიტანა. მას მომავალში წარმატებებს ვუსურვებთ" - განაცხადა "ესბიერგის" სპორტულმა დირექტორმა ჯიმი ნაგელ იაკობსენმა.

ბუდუ ზივზივაძემ დანიური კლუბის რიგებში 14 შეხვედრა გამართა და მხოლოდ ერთხელ გაიტანა.

თითქმის გადაწყვეტილია, რომ ქართველი თავდამსხმელი კარიერას ქუთაისის "ტორპედოში" გააგრძელებს.

alt"ესბიერგის" სპორტული დირექტორი: იმედია, ბუდუ ზივზივაძეს გავყიდით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული