გიორგი ლორიას წარმატებული დებიუტი გერმანიაში - პირველივე მატჩში კარი მშრალად შეინახა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში საქართველოს ნაკრების მეკარის გიორგი ლორიას წარმატებული დებიუტი შედგა.

29 იანვარს, ბუნდესლიგის მე-19 ტურში ლორიას ახალმა გუნდმა "მაგდებურგმა" საკუთარ მოედანზე "აუე" 1:0 დაამარცხა.

"მაგდებურგმა" სექტემბრის შემდეგ პირველი ოფიციალური შეხვედრა მოიგო.

ლორია პირველივე მატჩში ძირითად შემადგენლობაში დააყენეს, შეუცვლელად ითამაშა და კარი მშრალად შეინახა, თუმცა ბევრი სამუშაო ნამდვილად არ ჰქონია.

"მაგდებურგი" 14 ქულით მე-15 ადგილზეა და 1 თებერვალს სტუმრად "ინგოლშტადს" დაუპირისპირდება.

მაგდებურგი. "MDCC არენა". 18 757 მაყურებელი
მაგდებურგი - აუე 1:0
გოლი: კოჰკემპერი (44)

მკითხველის კომენტარები / 2 /
warmatebebi...martistvis formashi gvchirdebi...
romandro
02:53 30-01-2019
1
წარმატებები გიორგი! წარმატებები! დაუმტკიცე ევროპასაც და საქართველოსაც რა ჩემპიონი მეკარე ხარ სინამდვილეში!
aburjga
10:33 30-01-2019
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული