ავთანდილ ებრალიძე გიორგი არაბიძის თანაგუნდელი გახდა

AutoSharing Option
ავთანდილ ებრალიძე პორტუგალიის უმაღლესი ლიგის კლუბ "ნასიონალს" შეუერთდა - ამის შესახებ კლუბის ვებგვერდი იუწყება.

27 წლის შემტევმა ახალ კლუბთან კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გააფორმა. იქ მას კიდევ ერთი ქართველი გიორგი არაბიძე დახვდება.

სეზონის პირველი ნახევარი ქართველმა ფეხბურთელმა "ჩავესში" გაატარა, სადაც 12 მატჩში მიიღო მონაწილეობა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

ებრალიძე "ნასიონალში" 29-ნომრიანი მაისურით ითამაშებს.

alt"ძალიან ბედნიერი ვარ" - გიორგი მაკარიძე "სეტუბალის" მოთამაშე გახდა

altბოლო დღის ტრანსფერები - ზამთრის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]

მკითხველის კომენტარები / 2 /
2 ქართველი, კარგია ერთად. ავთოს არ გაუჭირდება ძირითადში ჩაჯდომა. მაგ გუნდსაც გავარდნა არ ემუქრება და არაბიძეც მოუმატებს დროს. მარა რად გინდა ჩვენები ვერ ამჩნევენ. იქნებ მოხდეს სასწაული და აეხილოს თვალები. მაკარიძეც დასაქმდა და ლორიაც. მეკარის პრობლემაც მოიხსნა
ვასო
02:18 02-02-2019
0
ძალიან მიკვირს რატო არ იძახებენ ამ ბიჭს ნაკრებში? , ზვეზდა რო არ არის ვიცით მაგრამ, უთამაშებელი ფეხბურთელების გამოძახება რო ხდება , ამ კაცს რატო არ იძახებს? ბევრი გვყავს ასე სტაბილურად გამოდიოდეს პორტუგალიის ჩემპიონატში? ბოლოს ტრამვებმა შეაწუხა, მაგრამ ახლა ხოა ჯანმრთელად
Vasili
11:50 01-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული