"გენტი" "ბრიუგეს" დაუზავდა - გიორგი ჩაკვეტაძე განაცხადში არ იყო, გიორგი ქვილითაია კი არ ათამაშეს

AutoSharing Option
3 თებერვალს, ბელგიის ჩემპიონატის 24-ე ტურში "ბრიუგესა" და "გენტის" შეხვედრა 1:1 დასრულდა.

მწვრთნელმა იეს ტორუპმა გუშინ ორივე ქართველი ლეგიონერი გიორგი ჩაკვეტაძე და გიორგი ქვილითაია შეიყვანა განაცხადში, თუმცა დღეს განაცხადში ჩაკვეტაძე არ იყო, ქვილითაია კი იყო, მაგრამ არ ათამაშა.

შეგახსენებთ, 30 იანვარს "ოსტენდესთან" თასის განმეორებით ნახევარფინალურ შეხვედრაში ჩაკვეტაძე შეცვლაზე შევიდა, საგოლე გადაცემა გააკეთა და თერთმეტმეტრიანი ვერ გამოიყენა. რაც შეეხება ქვილითაიას, უკანასკნელი მატჩი ჩემპიონატზე დუბლებში ჩაატარა.

"გენტი" 38 ქულით ჯერჯერობით მე-5 ადგილზეა და 10 თებერვალს "მუსკრონს" უმასპინძლებს.

მკითხველის კომენტარები / 15 /
ბოღმაც არის და ბოღმაც.იმის მერე რაც წელს საქართველოს ნაკრებისთვის ამ ბიჭმა გააკეთა, ხელი როგორ გიბრუნდებათ ესეთები რომ წეროთ.და მერე, გოლს რომ გაიტანს,პირველი გულშემატკივრები ხდებით. მიმიფურთხებია ეგეთი უგულო ხალხისთვის თქვენ რომ ხართ და მრცხვენია ქართველები რომ გქვიათ
valderrama
02:51 04-02-2019
5
ჩაკვესას ტრავმა აქვს.( ისე როგორც დანარჩენ ქართულ ფეხბურთს). ისე იმანჭებოდა თასზე მატჩში ბოლოს, რომ გაუმიზეზდა ის მუხლი ეტყობა. უკვე შეწყდა ჩაკვესაზე საუბრები საფეხბურთო წრეებში.სამწუხაროდ ასე თუ გაგრძელდა....ქვილითაიას კი ავსტრიაში დარჩენა ერჩივნა. არაა ეს მწვრთნელი მაგის ძირითადში დამყენებელი.
ჯეკო
23:12 03-02-2019
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული