25 წლის ქართველი თავდამსხმელი დავით სხირტლაძე ტრნავას "სპარტაკიდან" ლატვიის "რიგაში" გადავიდა.
კლუბის გენერალურმა დირექტორმა ალეკსანდრ პრონინმა განაცხადა, რომ სხირტლაძის და ფრანგი მეკარით ჟოელ ბოპესით გაძლიერდნენ და ორივე ფეხბურთელი ხვალ გუნდს კვიპროსულ შეკრებაზე შეუერთდება.
ამ გუნდს ზაფხულში "ვერდერის" ყოფილი მწვრთნელი ვიკტორ სკრიპნიკი ჩაუდგა სათავეში და ქვეყნის ჩემპიონი გახდა.
სხირტლაძე ადრე "ორჰუსსა" და "სილკებორგში" თამაშობდა.