რუსებს ზურიკო დავითაშვილი მოსწონთ - "რუბინი" ქართველის დაბადების დღეს ელოდება

AutoSharing Option
17 წლის ქართველი ფეხბურთელი ზურიკო დავითაშვილი ყაზანის "რუბინთან" ერთად შეკრებაზე იმყოფება და რამდენიმე დღეში კონტრაქტს გააფორმებს - ამის შესახებ business-gazeta.ru იუწყება.
ზურიკო დავითაშვილი "რუბინში" უკვე თამაშობს - 17 წლის ფეხბურთელმა ბერდიევს თავი მოაწონა

"ქართველი ზურიკო დავითაშვილი ყაზანურ კლუბში სინჯებზე მოვიდა, თუმცა "რუბინის" ხელმძღვანელობის გული უკვე მოიგო. 17 წლის ახალწვეული გამოკვეთილი თავდამსხმელი არ არის, ის უფრო ნახევარმცველია, თუმცა საკონტროლო მატჩებში ყურბან ბერდიევმა ის თავდამსხმელების უკან, მოედნის ცენტრში გაამწესა და "ფასტავთან" შეხვედრაში ცენტრფორვარდადაც ათამაშა", - წერს გამოცემა.

ზურიკო დავითაშვილი 18 წლის 14
თებერვალს გახდება. სწორედ ამის შემდეგ მოაწერს ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი ხელს "რუბინთან" სრულყოფილ კონტრაქტს. ყაზანურ კლუბს დავითაშვილი თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

ეროვნული ლიგის გასულ სეზონში 17 წლის ფეხბურთელმა "ლოკომოტივის" რიგებში 19 მატჩი ჩაატარა, სადაც სამი გოლის გატანა მოახერხა.

altჯერ დაკვირვება, მერე კონტრაქტი - ხვიჩა კვარაცხელია "ლოკომოტივს" შეკრებაზე გაჰყვა

მკითხველის კომენტარები / 7 /
ბოღმიან ნაციონალებს არ მოუსმინოო დაწერა ვიღაცამ. კიბატონო არ მოუსმინო, მაგრამ ფაქტებს მოუსმინე.. რუსეთში გახარებული ქართველი ფეხბურთელი უიშვიათესობაა)))
Niko
20:10 05-02-2019
0
რა გახარებულები წერთ მერე, კარგია ეს? ტიპი კარიერას ინგრევს...
zura
16:22 05-02-2019
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული