3 წითელი ბარათი - "ტობოლის" ამხანაგურ მატჩში კანკავამ ითამაშა, კვეკვესკირმა - არა

AutoSharing Option
ყაზახური "ტობოლი" პრემიერლიგის დაწყებამდე შეკრებას გადის.

ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის გუნდი ამხანაგურ მატჩში სამხრეთკორეულ "დეჟონ სითიზენს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.

ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, კვეკვესკირს კი შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.

აღსანიშნავია, რომ მსაჯმა წითელი ბარათი სამჯერ გამოიყენა: პირველ ტაიმში მოთამაშეები ორივე გუნდს გაუძევა, მეორე ტაიმში თამაში კი კიდევ ერთმა კორეელმა მოთამაშემ დატოვა.

altკვეკვესკირის და კანკავას "ტობოლს" ვლადიმირ გაზაევი გაწვრთნის

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული