ჯაბა კანკავას და ნიკა კვეკვესკირის გუნდი ამხანაგურ მატჩში სამხრეთკორეულ "დეჟონ სითიზენს" დაუპირისპირდა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დამარცხდა.
ძირითად შემადგენლობაში იყო საქართველოს ნაკრების კაპიტანი ჯაბა კანკავა, კვეკვესკირს კი შეხვედრაში მონაწილეობა არ მიუღია.
აღსანიშნავია, რომ მსაჯმა წითელი ბარათი სამჯერ გამოიყენა: პირველ ტაიმში მოთამაშეები ორივე გუნდს გაუძევა, მეორე ტაიმში თამაში კი კიდევ ერთმა კორეელმა მოთამაშემ დატოვა.
კვეკვესკირის და კანკავას "ტობოლს" ვლადიმირ გაზაევი გაწვრთნის