ყველაზე გრძელვადიანი ტრავმების მქონე ფეხბურთელებს შორის მე-3, მე-4 და მე-5 ადგილზე ქართველი მოთამაშეები: თორნიკე ოქრიაშვილი, გიორგი ჭანტურია და ჯანო ანანიძე გავიდნენ.
ჯანო ანანიძე (26 წლის) - 358 დღე ლაზარეთში
ჯანო ანანიძე 2.5 წლის განმავლობაში 358 დღე, ანუ თითქმის ერთი წელი ტრავმირებული იყო. მთლიანად "სპარტაკში" გატარებული 10 წლის განმავლობაში კი 8-ზე მეტი დაზიანება მიიღო. მან სხვადასხვა დროს მენისკის, ბარძაყის, კოჭის, ჯვარედინი მყესების და
გიორგი ჭანტურია (25 წლის) - 364 დღე
ქართველმა ფეხბურთელმა "ურალში" 33 შეხვედრა ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა (აქედან ოთხი პენალტით). ორჯერ მიღებული მუხლის ტრავმის გამო 36 შეხვედრა გამოტოვა და დღეს თავისუფალი აგენტია.
თორნიკე ოქრიაშვილი (26 წლის) - 367 დღე
ელეგანტური "მაკრატელა" დარტყმების ავტორს თანავუგრძნობთ. ექვსთვიანი მკურნალობის, გამოჯანმრთელების და სამი მატჩის გამართვის შემდეგ ისევ მყესები - ამჯერად მეორე ფეხზე.
"კრასნოდარამდე" ტრავმა არ მქონია. სერიოზული დაზიანება არ მიმიღია. აქ კი ჯერ ერთი ფეხი, მერე მეორე, შემდეგ კუნთიც. მივხვდი, რომ რაღაც უნდა შემეცვალა. თამაშის არ შემშინებია. მუსაევს სურდა, "როსტოვთან" თასზე მეთამაშა, თუმცა თამაშის წინ ისევ ტრავმა მივიღე. მადლობა "კრასნოდარს", რომ თავისუფალი აგენტის სტატუსით წასვლის საშუალება მომცა" - ამბობს ოქრიაშვილი.
სიაში პირველ და მეორე ადგილს ნორვეგიელი სტეფან სტრანდბერგი და ურუგვაელი აბელ ერნანდესი იკავებენ.
ურუგავის ნაკრების წევრი რუსულ ცსკა-ს 2018 წლის ზაფხულში შეუერთდა და მას შემდეგ 74 დღე ტრავმირებული იყო, მანამდე კი "ჰალ სიტიში" თამაშობდა და სამი ტრავმა გადაიტანა.
ჯამში 28 წლის ფეხბურთელმა 370 დღე გამოტოვა.
ამ მხრივ რეკორდსმენი კი ნორვეგიელი ნახევარმცველი სტეფან სტრანდბერგია, რომელიც "კრასნოდარში" გატარებულ პირველ სეზონში აბსოლუტურად ჯანმრთელი იყო და შეუცვლელად თამაშობდა კიდეც. "ჰანოვერში" განათხოვრების შემდეგ 28 წლის მოთამაშემ ტრავმა მიიღო, რის შემდეგაც მთლიანობაში 448 დღის გამოტოვება მოუწია.
დღეს ის ეკატერინბურგის "ურალის" მოთამაშეა.
საშინელი იარა, რომელიც ჯანო ანანიძეს ოპერაციის შემდეგ დარჩა
არ დაკარგო და არ მოიტეხო - რამდენი ტრავმა მიიღო ჯანო ანანიძემ ბოლო 3 წლის განმავლობაში?
მომზადებულია Sports.ru-ს მიხედვით