ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სლოვაკეთში გააგრძელებს

AutoSharing Option
20 წლის მცველი ლუკა ლოჩოშვილი ერთწლიანი იჯარით სლოვაკეთის "ჟილინაში" გადავიდა.

იჯარის დასრულების შემდეგ "ჟილინას" სურვილის შემთხვევაში ლოჩოშვილის კონტრაქტის გამოსყიდვის უფლება აქვს.

ლოჩოშვილს კიევის "დინამოსთან" ხუთწლიანი კონტრაქტი აქვს გაფორმებული, გასული სეზონის პირველ წრეში კი იჯარის წესით თბილისის "დინამოში" იასპარეზა.

"პირველი შთაბეჭდილებები კარგია. "ჟილინას" მიერ ჩემი სამსახურით დაინტერესებაზე აგენტმა მაუწყა. ეს სლოვაკეთის ისტორიაში დიადი კლუბია, ამიტომ აქ გადმოსვლაზე დიდხანს არ მიფიქრია. ვფიქრობ, სწორი არჩევანი გავაკეთე. გუნდის რამდენიმე თამაში ვნახე და მომეწონა. მყარი მომავლის მქონე გუნდია.

ძლიერი მცველი ვ
არ, თამაშის საკუთარ თავზე აღება არ მეშინია და ლიდერობა შემიძლია. მემარცხენე ვარ და შეტევაში ჩართვა მეხერხება. ეს ჩემს კარიერაში წინგადადგმული ნაბიჯია. სლოვაკეთის ლიგა მაღალი დონისაა, სწრაფად თამაშობენ. ახალი გამოწვევებისთვის მზად ვარ", - განუცხდა ლუკამ კლუბის საიტს.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული