11 თებერვალს, პოლონეთის ექსტრაკლასაზე ვაკო გვილიას ახალმა გუნდმა, ზაბჟეს "გურნიკმა" 21-ე ტურის დასკვნით მატჩში საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო კრაკოვის "ვისლას".
ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე მატეუშ მატრასმა მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.
ეს "მეშახტეთა" გუნდში გვილიას პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. ის სეზონის ბოლომდე "ლუცერნმა" "გურნიკში" გაანათხოვრა.
"გურნიკი" 20 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატზე მე-14 ადგილზეა და 15 თებერვალს სტუმრად "პოგონს" შეხვდება.
აღსანიშნავია, რომ აქამდე უკანასკნელი 3 მატჩიდან "გურნიკმა" 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა, ბოლოს კი 1 დეკემბერს გაიმარჯვა პლოცკის "ვისლასთან".
ზაბჟე. "არენა ზაბჟე". 14 689 მაყურებელი
გურნიკი - ვისლა
გოლები: 1:0 მატრასი (10), 2:0 მატრასი (37)