ვაკო გვილიამ ექსტრაკლასას სადებიუტო მატჩში საგოლე გადაცემა გააკეთა - "გურნიკმა" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
11 თებერვალს, პოლონეთის ექსტრაკლასაზე ვაკო გვილიას ახალმა გუნდმა, ზაბჟეს "გურნიკმა" 21-ე ტურის დასკვნით მატჩში საკუთარ მოედანზე 2:0 მოუგო კრაკოვის "ვისლას".

ქართველმა ნახევარმცველმა შეუცვლელად ითამაშა და 37-ე წუთზე მატეუშ მატრასმა მის მიერ კუთხურიდან ჩაწოდებულ ბურთს მეტოქის კარის ბადეში მიუჩინა ადგილი.

ეს "მეშახტეთა" გუნდში გვილიას პირველი ოფიციალური შეხვედრა იყო. ის სეზონის ბოლომდე "ლუცერნმა" "გურნიკში" გაანათხოვრა.

"გურნიკი" 20 ქულით 16-გუნდიან ჩემპიონატზე მე-14 ადგილზეა და 15 თებერვალს სტუმრად "პოგონს" შეხვდება.

აღსანიშნავია, რომ აქამდე უკანასკნელი 3 მატჩიდან "გურნიკმა" 2 წააგო და 1 ფრედ დაასრულა, ბოლოს
კი 1 დეკემბერს გაიმარჯვა პლოცკის "ვისლასთან".

ზაბჟე. "არენა ზაბჟე". 14 689 მაყურებელი
გურნიკი - ვისლა
გოლები: 1:0 მატრასი (10), 2:0 მატრასი (37)

მკითხველის კომენტარები / 2 /
ა კაცი ჭირდებოდა გუნდს აიყვანეს ათამაშეს და გამართლა. ასე თამაშობენ ფეხბურთს. და არა ახალ გუნდში 1 წუთში 2 ყვითელს არ იკიდებენ:(
გოგა
23:58 11-02-2019
4
ვაკო გვჭირდები
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული