"19-წლამდელთა გუნდში ყველაზე მეტად წიტაიშვილი გაიზარდა" - გიორგი "იუვენტუსთან" ითამაშებს

AutoSharing Option
ახალგაზრდული ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ერთმანეთს კიევის "დინამო" და ტურინის "იუვენტუსის" ასაკობრივი გუნდები დაუპირისპირდებიან.

უკრაინულმა გამოცემა goldtalant.com.ua-მ ინტერვიუ "კალიარის" სკაუტ ალექსთან ჩაწერა, რომელმაც უკრაინული კლუბიდან რამდენიმე მოთამაშე გამოარჩია, მათ შორის, გიორგი წიტაიშვილიც.

- კიევის "დინამოს" თამაშში რა ასპექტებს გამოარჩევდით და რომელი ფეხბურთელები არიან ყველაზე პერსპექტიულები?
- "დინამოს" კარგი დაცვის ხაზი აქვს. გუნდი კარგად გადაადგილდება. აქ საკუთარ თავში დარწმუნებული ახალგაზრდა ფეხბურთელები არიან. რამდენიმე მათგანს გამოვარჩევ: ბულეტსა, ვანატი, წიტაიშვილი, ვოლოშინი, ისაენკო. თითოეულ მათგანს საკუთარი განსაკუთრებული უნარები გააჩნია. ჩემი თვალთახედვით, ფეხბურთელი, რომელიც 19-წლამდელთა გუნდში
ყველაზე მეტად გაიზარდა, გიორგი წიტაიშვილია.

კიევის "დინამოსა" და ტურინის "იუვენტუსის" შეხვედრა 19 თებერვალს გაიმართება.

altკიევის "დინამომ" გიორგი წიტაიშვილი მეორე შეკრებაზე არ წაიყვანა, რადგან "იუვენტუსთან" მატჩისთვის უნდა მოემზადოს

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული