ლაშა დვალმა უნგრეთის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
უნგრეთის ჩემპიონატზე პირველი გოლი გაიტანა ქართველმა ცენტრალურმა მცველმა ლაშა დვალმა.

დვალმა 21-ე ტურში "დებრეცენთან" გასვლით მატჩში (7 002 მაყურებელი დაესწრო) 29-ე წუთზე გახსნა ანგარიში, მაგრამ მისმა "ფერენცვაროშმა" შეხვედრის დასასრულს ორი ბურთი გაუშვა და 1:2 დამარცხდა.

თუმცა, "ფერენცვაროში" 43 ქულით დამაჯერებლად ლიდერობს და უახლოეს მდევრებს "ვიდის", რომელსაც 1 თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული და "დებრეცენს" 9 ქულით უსწრებს.

"ფერენცვაროში" 23 თებერვალს, შემდეგ ტურში ბაჩანა არაბულის "პუშკაშ აკადემიას" უმასპინძლებს.

ლაშა ბუდაპეშტურ გუნდში იანვარში პოლონეთის "პოგონიდან" გადავიდა და მადიართა პირველობაზე მესამე მატჩი ჩაატარა.

მკითხველის კომენტარები / 1 /
Warmatwbebi!
David
20:08 16-02-2019
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული