18 წლის ქართველმა ნახევარმცველმა ხვიჩა კვარაცხელიამ მოსკოვის "ლოკომოტივში" პირველივე მატჩში გაიტანა გოლი.
ის მარბელაში "ვიკინგთან" ამხანაგური შეხვედრის 65-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და 10 წუთში დალაშქრა ნორვეგიელთა კარი.
"პირველად ითამაშა კვარაცხელიამ. ქართველი ფეხბურთელი კარგად ჩაერთო შეხვედრაში: კრეატიული იყო, ამწვავებდა შეტევებს, თავისივე წამოწყებული იერიში დაასრულა გოლით.
ბურთი მოედნის ცენტრში ფარფანმა ჩაჭრა, ხვიჩა წინ გაიჭრა, ბურთი ჟამალეტდინოვს გადააწოდა, გაიხსნა საპასუხო გადაცემაზე და ერთი შეხებით ბურთი მეტოქის კარში გადაგზავნა", - გვამცნობს "ლოკოს" საიტი.
ეს მატჩი "რკინიგზელებმა" 5:1 მოიგეს, ამ გუნდის მცველი საბა კვირკველია ძირითად შემადგენლობაში იყო და მეორე ტაიმში შეცვალეს.