მოსკოვის "ლოკომოტივმა" 18 წლის ახალწვეულს ხვიჩა კვარაცხელიას ვიდეოსიუჟეტი მიუძღვნა, რომელმაც ახალ გუნდში პირველივე მატჩში გაიტანა გოლი.
მან ადაპტაციასა და მიზნებზე ისაუბრა:"ჩემი პოზიცია მარცხენა ნახევარმცველია, თუმცა თავდამსხმელის უკან, პლეიმეიკერადაც შემიძლია თამაში. სადაც გუნდისთვის საჭირო ვიქნები, იქ ვითამაშებ.
რა თქმა უნდა, აქ პირობები ბევრად უკეთესია, "ლოკომოტივი" დიდი გუნდია. ადაპტაცია გამიადვილდა, რადგან ქართველი დამხვდა გუნდში და ყველაფერში მეხმარება. გუნდში კარგად მიმიღეს. არ ველოდი. კარგი სიტუაციაა.
ჯერ დასამტკიცებელი მაქვს, რომ თამაშს ვიმსახურებ. ჩემი შესაძლებლობების დასამტკიცებლად ბევრი მუშაობა მჭირდება.
"ლოკომოტივის" პრიორიტეტი ჩემპიონობა იქნება და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რათა გუნდს დავეხმარო".
"ვიკინგთან" გატანილი გოლის შემდეგ ტელეწამყვანმა შემდეგი განაცხადა:"ბრავო, ბრავო. ეს გოლი თავიდან ბოლომდე მისი დამსახურებაა. შეუტია, გაიხსნა, ტექნიკურად შეასრულა ყველაფერი. ეს მართლაც დონეა. ხვიჩა რომ ბურთთან შენობითაა, გასაკვირი არაა. მერწმუნეთ, ვარჯიშებზე ეს უცბად მოგხვდება თვალში".