გიორგი ლორიას "მაგდებურგი" "პადერბორნთან" ფრეს დასჯერდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
24 თებერვალს, მეორე ბუნდესლიგის 23-ე ტურში გიორგი ლორიას "მაგდებურგი" საკუთარ მოედანზე "პადერბორნს" დაუზავდა (1:1).

ლორიას გუნდი პირველ ტაიმში დაწინაურდა, მაგრამ მეორე ტაიმში საპასუხო გოლი გაუშვა და ფრეს დასჯერდა.

რაც ლორია "მაგდებურგში" გადავიდა, მისმა გუნდმა 5 მატჩში 11 ქულა მოიპოვა, 22 ქულით მე-15 ადგილზეა და 1 მარტს სტუმრად "დუისბურგს" შეხვდება.

ამ 5 მატჩში ლორიამ 3 გოლი გაუშვა.

მაგდებურგი. "MDCC არენა". 20 201 მაყურებელი
მაგდებურგი - პადერბორნი 1:1
გოლები: 1:0 პროიბინგერი (13), 1:1 ჰუნემაიერი (70)

მკითხველის კომენტარები / 5 /
კარგია რომ ჩვენი ნაკრების კიპერი საიმედოდ გამოიყურება შვეიცარიასთან თამაშზე საუკეთესო ფორმაში უნდა იყოს. წარმატებები ლორიას. ძალიან მაინტრესებს აკაკი გოგიასა და ლუკას ჰუფნაუგელზე რატომ არ წერთ ხოლმე? აკაკი გოგიას გუნდმაც ითამაშა გუშინ და გოლიც გაიტანა და თან მეორე ბუნდესლიგაში მისი გუნდი მესამე ადგილზეა. იმედია გამომიქვეყნებთ.
romani bejanidze
23:04 24-02-2019
1
პირველი გამარჯვების შემდეგ,გუნდი მე15 ადგილს ვერ ასცდა,არადა ოთხ თამაშში 8 ქულა აიღო.რამდენით არის კიდევ ჩამორჩენილი მასზე წინმდგომთან?
სოსო
21:18 24-02-2019
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული