დავით ხოჭოლავა - დაშვებულ შეცდომებზე: ინდივიდუალური შეცდომები ნებისმიერმა შეიძლება დაუშვას

AutoSharing Option
"შახტარის" მცველმა დავით ხოჭოლავამ უკრაინის ჩემპიონატზე "ალეკსანდრაისთან" მატჩში დაცვის მიერ დაშვებულ შეცდომებზე ისაუბრა.

პრეს-კონფერენციაზე პაულო ფონსეკამ თქვა, რომ მნიშვნელოვანია ევროპა ლიგიდან გამოვარდნა დაივიწყოთ.
- თუ გვინდა მომავალ სეზონშიც ვიასპარეზოთ ჩემპიონთა ლიგაზე, ყოველ მატჩში ბოლომდე უნდა დავიხარჯოთ და ქვეყნის პირველობა მოვიგოთ.

- დღეს შეიძლებოდა ანგარიში 6:2 ყოფილიყო...
- მე 2:0 მირჩევნია (იცინის). გოლი არ გავუშვით, ამიტომ ჩვენი თამაში შეგვიძლია დადებითად შევაფასოთ. ვფიქრობ, სწრაფი გოლი დაგვეხმარა. მეტოქე დაცვიდან თამაშობდა, კონტრშეტევების იმედი ჰქონდა, მაგრამ გაშვებულმა გოლმა წინ წასვლა აიძულა, უფრო ხშირად მიმართავდა პრესინგს და
ზონები ეხსნებოდა.

- მეორე ტაიმში "შახტარს" დაცვაში ერთბაშად სამი ჩავარდნა ჰქონდა. რისი ბრალია?
- პირველ ეპიზოდში უბრალოდ გაგვიმართლა, რომ არ გავუშვით გოლი. ეს ტექნიკური წუნი იყო. შემდეგ ძალიან სახიფათო კონტრშეეტევა გაგვეპარა. გაგვიმართლა, რომ მეკარე პიატოვმა გადაგვარჩინა. მესამე შეცდომა კი მცველების შეუთანხმებელი მოქმედების შედეგი გახლდათ.

- ადრე მუდამ წამყვანი ცენტრბეკი რაკიცკი იყო - სწორედ ის აზღვევდა სხვებს. ახლა ვინაა კრივცოვი-ხოჭოლავას წყვილში პირველი?
- ახლა ასეთი რამ აღარაა. უბრალოდ, ვაზღვევთ ერთმანეთს. ოთხივე მცველმა უნდა დავაზღვიოთ ერთმანეთი და დავიწყოთ შეტევა. სწორედ ასეთ დავალებას გვაძლევს მწვრთნელი. რაც შეეხება შეტევას, ყველაფერი სათამაშო სიტუაციაზეა დამოკიდებული. თავისუფალ სივრცეს ვეძებთ. ვინც დაინახავს, ის იწყებს.

- ზამთარში რაკიცკი წავიდა, ბოლბატს კი მარცხენა მცველის პოზიციაზე ათამაშებენ. შეცდომები ამით ხომ არაა გამოწვეული?
- რა თქმა უნდა, გუნდის ლიდერი წავიდა. თუმცა, შეცდომები ამით არაა გამოწვეული. ეს ინდივიდუალური შეცდომებია, რომლებიც ნებისმიერმა ფეხბურთელმა შეიძლება დაუშვას.

რაც შეეხება ბოლბატს, მისტერი (ფონსეკა) მასში უფრო მარჯვენა მცველს ხედავს. ვფიქრობ, პორტუგალიელს ჩვენზე უკეთ ესმის ფეხბურთი.

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული