ქართველების 31 ქულა - ცინცაძისა და ბერიშვილის "ალ შამალი" პლეი-ოფში დაწინაურდა

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრებიდან საკუთარ კლუბში დაბრუნებული გიორგი ცინცაძე და მიხეილ ბერიშვილი პლეი-ოფის მატჩებში ჩაებნენ.

ყატარის ჩემპიონატის ნახევარფინალური სერიის პირველი შეხვედრა ქართველების "ალ შამალმა" შინ ჩაატარა და 85:76 მოიგო. ჩვენებურები სასტარტო ხუთეულში იყვნენ და წარმატებაში სოლიდური წვლილი შეიტანეს.

ცინცაძემ მოედანზე 36 წუთი გაატარა და 20 ქულა, 6 მოხსნა (1 შეტევაში), 6 პასი, 1 ჩაჭრა და 1 დაფარება მიითვალა. გიორგიმ 8-დან 5 ორქულიანი, 11-დან 3 სამქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო, ბურთი 6-ჯერ დაკარგა, 3 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც 3-ჯერ
დაჯარიმდნენ.

ბერიშვილმა 38 წუთი ითამაშა და მასპინძლებს 11 ქულა, 6 მოხსნა (2 შეტევაში) და 3 პასი შესძინა. მიშამ 3-დან 1 ორქულიანი და 7-დან 3 სამქულიანი გამოიყენა, საჯარიმო ააცილა, ერთხელ დაუფარეს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც თამაშის წესები ერთხელ დაირღვა.

"ალ შამალი" ნახევარფინალის მე-2 მატჩს სტუმრად, 2 მარტს ჩაატარებს.

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული