28 თებერვალს შვეიცარიის თასის 1/4-ფინალში ლევან ხარაბაძის "ციურიხმა" საკუთარ მოედანზე 2:1 სძლია ქვედა ლიგის "კრინსს" და ნახევარფინალში გავიდა.
ისევე როგორც წინა შეხვედრებში, 19 წლის ქართველმა მცველმა კვლავ შეუცვლელად ითამაშა და საკმაოდ აქტიურიც იყო.
საერთოდ კი, სასიამოვნოდ გასაკვირია როგორ უცბად მოახერხა მან ახალ გუნდში თავის დამკვიდრება.
ლევანმა ჩემპიონატის 4 მატჩში 1 გოლი გაიტანა და ევროპა ლიგის მატჩებშიც მიიღო მონაწილეობა.